ყავა შოკოლადის სოუსით
ინგრედიენტები
შოკოლადის სოუსი - 60 გ ან გემოვნებით
წყალი - 180 მლ
ყავა - 25 გ
ნაღები 20% - 100 მლ
დარიჩინი
ყინული
მომზადების წესები
ყავა დავფქვათ ან უკვე დაფქული მოვადუღოთ. აპარატში მოდუღებულ, გაფილტრულ ყავას პირდაპირ გამოვიყენებთ, თურქულ წესზე მოდუღებული უნდა გადავწუროთ რომ არ მიჰყვეს ნალექი.
ბლენდერში ავთქვიფოთ ყინული, ყავა, ნაღები, შოკოლადის სოუსი და დარიჩინი. დიდი ჭიქის კედლებს მოვასხათ შოკოლადის სოუსი და ჩამოვასხათ ყავა.