ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცს შეუძლია ქალის გრძნობებით მანიპულირება
სიყვარული თავისებური თამაშია, რომელში გამარჯვებულიც ფსიქოლოგიურად გაცილებით მდგრადი ადამიანები არიან. ქალები კი მოგეხსენებათ, როგორი ემოციური ინდივიდები არიან. ამიტომ არსებობს მამაკაცების კონკრეტული კატეგორია, რომელიც შესანიშნავად მანიპულირებს სუსტი სქესის წარმომადგენელთა გრძნობებით. ისინი თავისებური "ემოციური ვამპირები" არიან, რომელთაც სასურველია ერიდოთ. ამასთან ერთად, მათი ამოცნობა მარტივად შეგიძლიათ ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:
ტყუპი - არაპროგნოზირებადი, თავქარიანი, საკმაოდ არამდგრადი მამაკაცია. გამუდმებით სიახლის ძიებაშია. ამიტომ მარტივად შეიძლება აღფრთოვანდეს ერთ წუთში თქვენით და მეორე წუთს ისე მოიქცეს, თითქოს საერთოდ აღარც ახსოვს თქვენი არსებობა. თქმა არ უნდა, მისი მხრიდან ამგვარი გულგრილობა, მტკივნეულად იმოქმედებს ქალის თავმოყვარეობაზე. არადა, ეს უბრალოდ მანევრია ტყუპის მხრიდან და სხვა არაფერი, რომელსაც ჭკვიანმა ქალმა ღირსეულად უნდა გაუძლოს. თუკი თქვენ ამას შეძლებთ, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს თქვენი რომანი ტყუპთან.
მორიელი - მას თამამად შეიძლება გადაეცეს დიპლომი - დახელოვნებულ მანიპულატორობაში. მორიელი გასაოცარი ინტუიციით დაჯილდოებული ადამიანია, ამიტომ ძნელია რამე გამოაპარო ასეთ კაცს. სამაგიეროდ, თავად მას გაცნობისთანავე ხელის გულზე უდევს თქვენი კომპლექსები და სისუსტეები. ჰოდა, ზუსტად ამ "მტკივნეულ წერტილებზე" დაგარტყამთ
საიმისოდ, რომ თქვენი გამძლეობა და გულწრფელი ემოციები გადაამოწმოს. თქმა არ უნდა, ყველა ვერ უძლებს ამგვარ გამოცდას. თუმცა, თუკი მორიელთან თავს არ შეირცხვენთ და დაანახვებთ, რომ ფსიქოლოგიურად ძლიერი, ჭკვიანი და უშიშარი ქალი ხართ, საბოლოო ჯამში მისგან პატივისცემასა და სიყვარულსაც დიდი ხნით დაიმსახურებთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge