როგორ გამოვიძინოთ გემრიელად ან დავამარცხოთ უძილობა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვერ ისვენებთ მთელი ღამე? ასტროლოგებს თქვენი დახმარება შეუძლიათ. აღმოჩნდა რომ ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით ძილის გაუმჯობესება მარტივად შეგიძლიათ.
ვერძი
ვერძის გონება მუდმივად გადატვირთულია. შესაბამისად, ძილის წინ დამამშვიდებელი თერაპია მათთვის აუცილებელია. უძილობისა და მოუსვენრობას რომ თავი დააღწიოთ, აუცილებელია ზედმეტი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. მოდუნდით, ეძიეთ სხეულის ის ნაწილები, რომელიც დაძაბულია მოცემულ მომენტში, როდესაც იპოვით მათ, დაამასაჟეთ. კარგი იქნება, თუ ლავანდის ზეთს შეიძენთ, მისი სულ ერთი წვეთი კი თქვენი მშვიდი ძილის გარანტიაა.
კურო
კურო რეჟიმს თითქმის არასდროს ღალატობს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმეტესობა ყოველთვის განსაზღვრულ დროს იძინებს. თუ კუროს მშვიდ ძილში რაიმე ხელს უშლის, ძალიან განიცდის, რადგან მომდევნო დღეს პროდუქტიული აღარ არის. დაძინებამდე კურო აუცილებლად ანიავებს ოთახს. დაოჯახებული კუროები არასდროს უთმობენ პარტნორებს რბილ ბალიშებს, ის აუცილებლად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ დასაძინებლად იდეალური გარემო შეიქმნა.
ტყუპი
ტყუპს მოუსვენარი ფიქრები აქვს, რომელიც ხშირ შემთხვევაში უძილო ღამეებს იწვევს. კომფორტული ძილისთვის, პირველ რიგში, უნდა გაემიჯნოთ ემოციებს. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ დაძინებამდე სუნთქვის ვარჯიშებს გააკეთებთ, რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ ღრმად და თანაბრად, ეს დაგეხმარებათ მოიხსნათ დაძაბულობა და უძილო ღამეებიც წარსულში დარჩება.
კირჩხიბი
კირჩხიბებმა თავი სასიამოვნო გარემოში უნდა იგრძნონ. ზოდიაქოს ამ ნიშანზე დადებითად მოქმედებს, როცა მისი საძინებელი საყვარელი ნივთებითაა სავსე. თუ უძილობა გაწუხებთ, დაქორწინების ან სტაბილური პარტნიორის გაჩენის დროა. თუ უკვე დაოჯახებული ხართ, ძილის წინ წიგნი წაიკითხეთ.
ლომი
ცხელი აბაზანა შესანიშნავი მეთოდია ლომისთვის, თუ ისინი ძილის პრობლემებმა შეაწუხა. ძილის წინ ლომებს ოცნება უყვართ, გადაჭარბებულადაც კი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ისინი სწორედ ამ ფიქრებით იკვებებიან.
ქალწული
არეულმა საძინებელმა შესაძლოა უძილო ღამეები გამოიწვიოს. იმისთვის, რომ ღრმად დაიძინოს აუცილებლად მოწესრიგებულ გარემოში უნდა შექმნათ. სწორედ ამიტომ როგორი დაღლილიც უნდა იყოთ, ოთახს ხელი შეავლეთ.
სასწორი
ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში, სასწორებს სილამაზე სიყვარული და წონასწორობა მართავს, ყველაფერი რაც ამ ელემენტს არღვევს, ძილის წინ სტრესის გამომწვევი ხშირად ხდება, თუნდაც კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან. იმისთვის, რომ სასწორებმა მშვიდად დაიძინონ, საჭიროა იცოდნენ, რომ
მათ ირგვლივ ყველაფერი გაწონასწორებულია.
მორიელი
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ლაღი ბუნება აქვთ, ძილის წინ ისინი ყოველთვის ეძებენ სახალისო, გასართობ სურათებს დასათვალიერებლად, უყურებენ კომედიურ ფილმებს, საუბრობენ მეგობართან ტელეფონით. შეელიეთ მობილურსა და ლეპტოპს, თუ გინდათ, რომ კარგად გამოიძინოთ. ტექნიკა სხვა ოთახში გაიტანეთ.
თხის რქა
თხის რქა ყოველ წუთს ფიქრობს. მიუხდევად იმისა, რომ ჩაძინებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, შესაძლოა ბევრჯერ გაეღვიძოს, რაც მომდევნო დღის ძალებს ართმევს. ჩართეთ კლასიკური მუსიკა.
მერწყული
თევზები
თევზები ემპათიურია, ამიტომ სტრესული და ტოქსიკური გარემო მათზე ცუდად მოქმედებს. დამღლელი დღის ბოლოს აუცილებელია მოდუნდეთ, განტვირთვისთვის უყურეთ ახალ ფილმებსა და სახალისო შოუებს. კარგ სიზმრებს ნახავთ, თუ ძილის წინ იოგის ვარჯიშებს შეასრულებთ ამ გზით შიშებისგან თავის დაღწევას შეძლებთ.
სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ.
წყარო: astrologi.ambebi.ge