თეგებით ძიება

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი შუადღიდან მოიმატებს შრომისუნარიანობა და ენერგიულობა. დილა მშვიდ გარემოში გაატარეთ, მოუსმინეთ მუსიკას. ნუ გახდებით საკუთარი ჭირვეულობის მსხვერპლი.
კურო
დღეს მშვიდი და მეოცნებე ხართ. მოერიდეთ დინამიკურ და დაძაბულ რიტმში მუშაობას. ზოგიერთ ნიშანს გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდება. ზოგიერთი კი გარშემო მყოფების შეცდომებსაც გამოასწორებს.

ტყუპი
ილუზიებისა და წვრილმანების გამო ნერვების მოშლა არ ღირს. იყავით დაკვირვებული და აკონტროლეთ ემოციები. დღეს დაწყებული საქმეებიდან სარგებელს მომავალში მიიღებთ.

კირჩხიბი
კომფორტისა და სილამაზის შექმნა გსურთ შინ და სამსახურშიც. უამრავი ვალდებულება დაგიგროვდათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ნაწილი საქმე კოლეგებს, ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ.

ლომი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და უსიამოვნებების მოგვარებას დაუყოვნებლივ შეუდგებით. დროზე ადრე ნურც მტრებს დაემუქრებით და ნურც მოყვრებს დაიმდურებთ. მოერიდეთ ზედმეტი ინიციატივის გამოვლენას.

ქალწული
აკურატულობა გმართებთ წამლებთან და ტექნიკასთან. თუ შექმნილი სიტუაციით კმაყოფილი ხართ, ეცადეთ, შეინარჩუნოთ იგი. აზარტშიც კი ზომიერება გმართებთ.

სასწორი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას, დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. შეიძლება პრეტენზიები მიიღოთ საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორისგან.

მორიელი
დაძაბული და ვალდებულეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ სიტუაცია დარეგულირდება და დამხმარეებიც გამოგიჩნდებიან. მეტად მოინდომეთ და ყველაფერი, რაც ჩაიფიქრეთ, აგისრულდებათ.
პრობლემებთან გამკლავებაში წარსულში მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი
აზარტულობა მოიმატებს და შეიძლება, წარსულში მიტოვებული საქმეებიც დაასრულოთ. ნუ გარისკავთ თანამდებობითა და ფულით. აგრეთვე, თუ რამეში ეჭვი შეგეპარათ. ეს პირად ცხოვრებასაც ეხება.

თხის რქა
მთელი დღე სირთულეების გადალახვას მოუნდებით. ეცადეთ, გაბრაზებულმა გარშემო მყოფებზე არ იყაროთ ჯავრი. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ, უსიამოვნებას უფროსთან, მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან.

მერწყული
ყველაფერი უჩვეულო და პროგრესული მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ახალი შთაბეჭდილებების მოსაღებად რისკზეც მოგიწევთ წასვლა. მოაგვარეთ ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხები. არ გამოტოვოთ საუზმე.

თევზები
აუჩქარებლად, დაკვირვებულად იმოქმედეთ. გაინებივრეთ თავი გემრიელი კერძებით, არ დაზოგოთ ფული თავის მოსავლელად. თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, ცოტა უნდა გარისკოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა