უგემრიელესი სამსა ხრაშუნა კანითა და წვნიანი გულსართით
ინგრედიენტები
ფქვილი - 400 გ
წყალი - ცივი, 1 ჭიქა
კარაქი - 100 გ
მარილი - გემოვნებით
ქათმის ფილე - 200 გ
ხახვი - 1 თავი
კვერცხი - 1 ცალი
ქუნჯუთის მარცვლები - 1 ს/კ
მომზადების წესები
თავდაპირველად ვამზადებთ გულსართს: დაჭერით ქათმის ფილე.
წვრილად დაჭერით ხახვი და შეურიეთ ქათმის ფილეს, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ცომისთვის: გაცერით ფქვილი მარილთან ერთად, გააკეთეთ შუაგულში ჩაღრმავება და ჩაასხით წივი წყალი. მოზილეთ ცომი.
გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ ცომი ნახევარი საათით მაცივარში. შემდეგ გაყავით 4 თანაბარ ნაწილად. თითოეული ცომის ნაწილი გააბრტყელეთ წრის ფორმაზე თხლად.
წაუსვით გამდნარი კარაქი და დააფარეთ ცომის მეორე ფიტფიტა. კვლავ წაუსვით კარაქი და დააფარეთ ცომის მესამე ფირფიტა. ასე გაიმეორეთ ბოლო ფირფიტამდე.
გადაახვიეთ მიღებული ფირფიტა მჭიდრო რულეტად და დაჭერით 3-4 სმ სიგანის ნაჭრებად. გააბრტყელეთ თითოეული რულეტის ნაჭერი თხლად და ცენტრში მოათავსეთ ქათმის ფილეს გულსართი.
გადაკეცეთ სამკუთხედის ფორმაზე და შეუწებეთ კიდეები. მოათავსეთ სამკუთხეები ღუმელის ფირფიტაზე, წაუსვით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ ქუნჯუთის მარცვლები.
აცხვეთ 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.
გემრიელად მიირთვით!