X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
  • 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

    ვერძი მნიშვნელოვანი დეტალების მოგვარება მოგიწევთ. შეიძლება გარშემო მყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. საღამოს ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, ეგ დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
    კურო
    დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ უქმეები. შეეხმიანეთ გავლენიან ადამიანებს. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად.

    ტყუპი
    გარემოს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების დღეა. აგრეთვე კარგია საყიდლებისთვის. ოჯახის წევრები გულუხვი საჩუქრებით გაანებივრეთ.

    კირჩხიბი
    გავლენიანი ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. მგზავრობისა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის დღეა. უცხოებთანაც კი გამონახავთ საერთო ენას.

    ლომი
    გადატვირთული გრაფიკის გამო ნუ იტვით უარს სადილზე. თუმცა, მოერიდეთ კალორიული პროდუქტების ჭამას. გააუმჯობესეთ ურთიერთიერთობა საქმიან პარტნიორებთან.

    ქალწული
    საკუთარ საქმეებს როცა დაასრულებთ, გარშემო მყოფებს მერე დაეხმარეთ, თუ, რა თქმა უნდა, დრო და ენერგია დაგრჩებათ. დილა მნიშვნელოვანი საქმეების პროექტების დაწყებას დაუთმეთ.

    სასწორი
    ნუ ეცდებით საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას
    გაუმჯობესებას. მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებით.

    მორიელი
    მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება და საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, მოგზაურობის და სწავლისთვის.

    მშვილდოსანი
    იყავით მეტად მიზანმიმართული და დროსა და ენერგიას ტყუილად ნუ დაკარგავთ. დახმარებაზე უარს ნურავის ეტყვით. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ შვებულება.

    თხის რქა
    შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მდგომარეობა, აიმაღლოთ სტატუსი, მიაღწიოთ წარმატებას საქმეებში. ზოგიერთ ინტერესი გაუჩნდება უცხო ქვეყნის კულტურისა და სამზარეულოსადმი. ეცადეთ, საღამოს მაინც დაისვენოთ.

    მერწყული
    თუ გააზრებულად იმოქმედებთ, წარმატებას აუცილებლად მიიღებთ. კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად. სასურველია, გვერდით ერთგული ადამიანები გყავდეთ.

    თევზები
    ყველა უსიამოვნების მოგვარებას მარტო ნუ ეცდებით. არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება. მფარველობა და ქველმოქმედება ორმხრივი უნდა იყოს. მეუღლესთან ერთად დაგეგმეთ შვილის სწავლისა და დასვენების ხარჯი.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    283 ნახვა
    Loading...
    5-06-2019, 14:25