თეგებით ძიება

10-16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი სიყვარული - თუ კარგად დააკვირდებით, გაიგებთ რას "ამბობს" საყვარელი ადამიანის მიმიკა. ზოგიერთს სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება ელის. ფინანსები - კარგი პერიოდია პირადი ბიზნესის დასაწყებად, ფულის დასაბანდებლად. ჯანმრთელობა - დალევამდე კარგად გაეცანით წამლების ანოტაციას. ვარჯიში კარგია, მაგრამ ზედმეტ გაწელვებს მოერიდეთ.
კურო
სიყვარული - გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. ყველა რომანტიკული პაემანი ვნებიანი სექსით დასრულდება.
ფინანსები - მოიზიდავთ ახალ კლიენტებს, პარტნიორებს (უცხოელებსაც). კარგი პერიოდია ლიცენზიის, სერთიფიკატის ასაღებად.
ჯანმრთელობა - დაიწყეთ გაჯანსაღების კურსი. მეტი ყურადღება მიაქციეთ ფარისებრი ჯირკვალს.

ტყუპი
სიყვარული - პარტნიორთან ერთად მოაგვარეთ უსიამოვნო საკითხები. ყური დაუგდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ზოგიერთი გამოცდილ სასიყვარულო პარტნიორს შეხვდება.
ფინანსები - სამსახურში კარდინალური ცვლილებების პერიოდი დაგიდგათ.
ჯანმრთელობა - ამ კვირაში აუცილებელია ჯანსაღი პროდუქტის ჭამა, წყლის სმა და შხაპი. აი, ცხელი აბაზანების მიღებას მოერიდეთ.

კირჩხიბი
სიყვარული - მეტად დაატკბეთ თქვენი ურთიერთობა. თუ საყვარელი ადამიანი თქვენთვის ძვირფასია, სხვას ნუ დაუწყებთ დევნას.
ფინანსები - მცირე ფიზიკური დატვირთვა რელაქსაციას შეუთავსეთ. გაიუმჯობესეთ განწყობა.
ჯანმრთელობა - კარიერსა და ბიზნესში წარმატება გელით. კლიენტებთან ურთიერთობისას კრეატიულობა გამოავლინეთ.

ლომი
სიყვარული - საყვარელ ადამიანს დელიკატურად მიანიშნეთ შეცდომებზე. გახსოვდეთ, რომ მეუღლეს თქვენგან მეტი მზრუნველობა და ყურადღება ესაჭიროება.
ფინანსები - საკადრო ცვლილებების პერიოდია. თქვენ სასიკეთოდ მოგვარდება არენდასთან დაკავშირებული უსიამოვნებები.
ჯანმრთელობა - ნუ დაიტვირთებით გონებრივი სამუშაოთი. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, კომპეტენტურ სპეციალისტს მიმართეთ.

ქალწული
სიყვარული - მეუღლეს ისე მოექეცით, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცნენ. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს პრობლემების მოგვარებაში.
ფინანსები - დაკვირვება გამრთებთ ფინანსური საკითხები მოგვარებისას და დოკუმენტების (სქემების შედგენისას) გაფორმებისას.
ჯანმრთელობა - მოერიდეთ თვითმკურნალობას. მიაკითხეთ იმუნოლოგს.

სასწორი
სიყვარული - მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, თუ სახლში არ გამოიკეტებიან. შეყვარებულებს გახსოვდეთ: "სიყვარულსა მალვა უნდა".
ფინანსები - მოერიდეთ ორპირს და ყურების გაცივებას.
ჯანმრთელობა - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მომავალი კვირისთვის გადადეთ
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

მორიელი
სიყვარული - საყვარელი ადამიანი ხშირად გაანებივრეთ გემრიელობებით. თუ ერთად ცხოვრობთ, საყოფაცხოვრებო საკითხებიც ერთად უნდა მოაგვაროთ.
ფინანსები - აკონტროლეთ საკუთარი ქცევა, კოლეგებთან და პარტნიორებთან. გააქტიურდებიან კონკურენტები.
ჯანმრთელობა - დაარეგულირეთ სითხის მიღება. გაუფრთხილდით ვენებს.

მშვილდოსანი
სიყვარული - სექსუალური ექსპერიმენტების კვირაა.
ფინანსები - კარგი პერიოდია სამშენებლო-სარემონტო სამუშაობის შესასრულებლად. კვირის მეორე ნახევარში საქმიანი შეხვედრები არაფორმალურ გარემოში დაგეგმეთ.
ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. თავი შეიკავეთ საუნებში სიარულისგან და ცხელი აბაზანების მიღებისგან.

თხის რქა
სიყვარული - ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემეის გამო რომანტიკა ცოტათი "გაცივდება". ზოგიერთი შეიძლება დაცილდეს კიდეც პარტნიორს.
ფინანსები - ზოგიერთი მიწის ნაკვეთის ყიდვას გადაწყვეტს. დაგეგმეთ სიახლეები, გამოიყენეთ ნოვატორული იდეები. ახალი პარტნიორები და თანამოაზრეები გამოგიჩნდებიან.
ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ თვალები, გაიცივოთ ყურები. პოზიტიური განწყობით მეტად გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას.

მერწყული
სიყვარული - მეტად უნდა იზრუნოთ საკუთარ სქესობრივ ჯანმრთელობაზე. საყვარელი ადამიანი ხშირად გაანებივრეთ მზრუნველობით, გემრიელობებით.
ფინანსები - ეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ახალ პარტნიორებზე. კვირის მეორე ნახევარში კარიერული წინსვლა გელით.
ჯანმრთელობა - სულიერ სიმშვიდეს სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა მოგანიჭებთ.

თევზები
სიყვარული - თუ საყვარელ ადამიანთან დაშორება არ გსურთ, ზედმეტად კრიტიკული ნუ იქნებით. ეცადეთ, მეუღლისთვის ერთადერთი და განუმეორებელი იყოთ.
ფინანსები - მოსალოდნელია მივლინება. მეტი დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. კარგი დღე ელით გადაზიდვებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს.
ჯანმრთელობა - ძალისმიერმა ვარჯიშებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე. ფრთხილად, ცივ წყალთან.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა