თეგებით ძიება

როგორია ზოდიაქოს ნიშნების ყოველდღიურობა: ვის აქვს სუპერაქტიური დღე? ვინ იღვიძებს გვიან? ვინ შრომოს გულმოდგინედ?

ალბათ ყველა ჩვენგანი განსხვავებული ცხოვრებისეული რიტმითა და სამუშაო გრაფიკით ვცხოვრობთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩვენს ამ რუტინულ ყოფას ჩვენივე არჩევანი განაპირობებს. ვიღაც თუ აქტიურ და დინამიკურ დღის წესრიგს მისდევს, სხვას შესაძლოა გვიანობამდე ძილი და თავისუფალი სამუშაო გრაფიკი ურჩევნია ტოროლასავით დილაადრიან წამოდგომას. ასტროლოგები თვლიან, რომ იმის მიხედვით თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა მარტივია ვივარაუდოთ კონკრეტულად როგორი დღის განრიგით ცხოვრობს ესა თუ ის ადამიანი...


ვერძი - აქტიური, შეიძლება ითქვს სუპერაქტიური დღე აქვს. დილით ადრე იღვიძებს და ასწრებს დღის მანძილზე უამრავი საქმეც მოითავოს, კოლეგებსაც ეჩხუბოს და საღამოს გასართობად წასვლაც მოასწროს ღამის კლუბში.
Astrologia
კურო - ნება-ნება იღვიძებს შეჩვეულ დროს. საუზმობს მშვიდად და აუჩქარებლად მიდის სამსახურში, სადაც მთელ დღეს დაუღალავ შრომაში ატარებს. ლანჩი და სადილობის დროც ზუსტად გაწერილი აქვს. თუ საჭიროა შესაძლოა გვიანობამდეც შემორჩეს ოფისში. საღამოს აუცილებლად სახლში გაატარებს დივანზე წამოწოლილი, რაიმე გემრიელობის თანხლებით.

Astrologia
ტყუპი - იღვიძებს იმის მიხედვით, წინა ღამეს რომელ საათზე დაწვა. გაღვიძებისთანავე რთავს კომპიუტერს, ტელეფონს, ტოსტერს, წვენსაწურს, მტვერსასრუტს, სარეცხ მანქანას... პარალელურად იხეხავს კბილებს, იკეთებს მაკიაჟს და ჭორაობს მეგობრებთან ვაიბერში. სამსახურში აუცილებლად დაგვიანებით მიდის და ყველაფერს აბრალებს საცობებს. იქიდან დროზე ადრე ახერხებს თავის დაძვრენას მუდამ "საპატიო მიზეზით". საღამოს აუცილებლად გაატარებს მეგობრებთან ერთად.

Astrologia
კირჩხიბი - იღვიძებს და პირველ რიგში აღვიძებს ბავშვებს ან ოჯახის წევრებს. ეხმარება მათ მოემზადონს სკოლაში, ბაღში ან სამსახურში წასასვლელად. ამზადებს საუზმეს მთელი ოჯახის მასშტაბით. სამსახურში მიდის დროზე, მაგრამ ყავის სმის რიტუალით იქცევს თავს კარგა ხანს. შრომობს გულმოდგინედ და მუყაითად. საღამოს შვილების და ოჯახის წევრების გარემოცვაში ატარებს. შესაძლოა გამართოს საოჯახოს სადილიც.

Astrologia
ლომი - იღვიძებს როცა მოეხასიათება და აბა ვინმემ გაბედოს მისი გაღვიძება. ნება-ნება იღებს შხაპს და აუცილებლად მღერის აბაზანაში. სამსახურში მიდის საპატიო ვადით დაგვიანებით, თუმცა ამაყად არ იმჩნევს ამას. თუკი თავად არ იკავებს შეფის პოსტს. დრო ძირითადად გაჰყავს სხვა თანამშრომლების ჭკუის დარიგებაში. საღამოს აუცილებლად ატარებს რომელიმე პოპულარულ კლუბში ან ხურავს რესტორანს მეგობრებთან ერთად.

Astrologia
ქალწული - იღვიძებს, საუზმობს და სამსახურში მიდის ზუსტად გაწრილ დროს. ყოველთვის სრული, წუთობრივი სიზუსტით იცავს სამუშაო გრაფიკს. მუშაობს დაუღალავად და პედანტურად. საღამოს ბრუნდება სახლში, სვამს კისელს და იძინებს ისეთ დროს, როცა ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები იძინებენ.

Astrologia
სასწორი - იღვიძებს განწყობის მიხედვით, ზოგჯერ გვიან, ზოგჯერ - ადრე (იმ შემთხვევაში თუ შეყვარებულია ან კარადაში ახალი კაბა, ან ფეხსაცმელი ეგულება). ღიღინ-ღიღინით მიირთმევს ყავას და ემზადება სამსახურში წასასვლელად. გზაში იღებს უამრავ სელფს, სამსახურში ცდილობს პოზიტიური განწყობა შეუქმნას ყველას. საღამოს რომელიმე მყუდრო კაფეში ატარებს ან მეუღლის/საყვარელი ადამიანის გარემოცვაში.

Astrologia
მორიელი - იღვიძებს ან სისხამ დილას ან საღამოს (თითქმის ღამით) იმ შემთხვევაში თუ წინა საღამო მეგობრებთან ერთად კლუბში ან პოკერის თამაშში არ გაატარა. სამსახურში მაინც დროულად მიდის და მთელი დღის მანძილზე მინიმუმ ორი თანამშრომლისთვის ახერხებს ნერვების მოშლას. საღამოს

ისევ ღამისთევისთვის ემზადება.

Astrologia
მშვილდოსანი - იღვიძებს მაშინ, როცა სინდისი და ბიორიტმი უკარნახებს. ნაკლებად ადარდებს სამსახურში დაგვიანება, იმიტომ რომ მანამდე მეგობარს უნდა დაეხმაროს მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში. უსაუზმოდ გარბის სახლიდან და საღამოს, სამსახურის მერე ახერხებს კარგად დანაყრებას მეგობრების წრეში, სახლში ან რომელიმე ხმაურიან დაწესებულებაში.

Astrologia
თხის რქა - იღვიძებს დილით ადრე, ვარჯიშობს და მაქსიმალური ყურადღებით ეკიდება სასაუზმოდ რაციონის შერჩევას. ამის შემდეგ გერმანული სიზუსტით მიდის სამსახურში და შრომობს გვიან ღამემდე. სამსახურის შემდეგ იშვიათად მიდის გასართობად, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა უშუალოდ უფროსი ეპატიჟება ან "საქმეს სჭირდება ასე". იძინებს მისაღებ დროს, ვალმოხდილი ოჯახისა და სამსახურის წინაშე.

Astrologia
მერწყული - იღვიძებს მაშინ, როცა სიზმრების ხილვა მოსწყინდება. სამსახურში საერთოდ არ მიდის (იმიტომ რომ შესაძლოა არც კი მუშაობდეს), ან თუ მიდის დღის მეორე ნახევარში. იქაც ცდილობს შემოქმედებით უსაქმურობას მიჰყოს ხელი. კითხულობს ფსიქოლოგიურ ლიტერატურას, სტატიებს უცხოპლანეტელების შესახებ ან თანამშრომლებს მკითხაობს ტაროს კარტზე.

Astrologia
თევზები - იღვიძებს იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ყავის სმის რიტუალთან ერთად ფიქრობს ცხოვრების ამაოებაზე. სამსახურში დროულად მიდის იმ შემთხვევაში, თუ მანქანა სწორად დააპარკინგა. საღამოს მეგობრულ გარემოში ატარებს ჭიქა ლუდის ან ჩაის თანხლებით.

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა