თეგებით ძიება

რა სახის კომპლექსები გააჩნიათ მამაკაცებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად, რაც არ უნდა თავდაჯერებული იყოს იგი გარკვეულ არასრულფასოვნების კომპლექსს აუცილებლად ფლობს. ხშირად ეს კარგად "მიჩქამალული" კომპლექსებია, რომელსაც, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი არც არავის უმხელს. ეს ტენდენცია განსაკუთრებულად აქტიურად მამაკაცებშია გამოხატული. მათთვის ხომ თავმოყვარეობის საკითხი გაცილებით უფრო მწვავედ დგას დღის წესრიგში. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ იმის მიხედვით თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ადამიანი მარტივია მისთვის დამახასიათებელი კომპლექსების ამოცნობა...

ასე მაგალითად ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცის მთავარი კომპლექსია იყოს ყველაზე უკეთესი, იყოს პირველი. ის გამუდმებით ამტკიცებს, რომ ყველაფერი შეუძლია.

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის მთავარი კომპლექსი დაუგეგმავი ცვლილებებისა და სიახლეების შიშია. კუროს საშინლად უჭირს სიახლეებთან შეგუება, თუნდაც ეს სიახლეები უკეთესობისკენ იყოს მიმართული.

ტყუპი მამაკაცის მთავარი კომპლექსი რუტინაა. ტყუპი უბრალოდ დაიხრჩობა უჰაერობისგან, თუკი მას რუტინულად, ოჯახურ ცხოვრებას აიძულებს ვინმე. ამ კაცს მუდმივად სჭირდება თავგადასავლები.

კირჩხიბის ნიშნით დაბადებული მამაკაცისთვის მთავარი კომპლექსი საკუთარი თავის სიბრალულია. ნებისმიერი წარუმატებლობისას მამაკაც კირჩხიბს საკუთარი თავის სიბრალული ეუფლება და მზადაა დედის/ცოლის კალთას ამოეფაროს ცხოვრებისეული სირთულეებისგან თავის დასაღწევად.

ლომის ნიშნით დაბადებული მამაკაცის კომპლექსი ავტორიტეტის დაკარგვას უკავშირდება. ლომისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გარშემო მყოფები პატივს სცემდნენ მას. იგი მუდმივად შიშობს არ გამოჩნდეს ვინმეს თვალში სასაცილო.

მამაკაცი ქალწულის მთავარი კომპლექსი ჯანმრთელობაა. მას მუდამ ეჩვენება, რომ მის კარგად ყოფნას საფრთხე ემუქრება. ის გამუდმებით იცავს კვების რეჟიმს, ცდილობს იცხოვროს ჯანსაღად და იგივე ცხოვრების სტილი მოახვიოს თავზე სხვებსაც.

სასწორის ნიშნით დაბადებული კაცის მთავარი კომპლექსი მერყეობაა. ამ მამაკაცს საშინლად ეშინია გადაწყვეტილებების მიღება. ურჩევნია, საკუთარი უბედობა სხვებს გადააბრალოს, იმ მოტივით, რომ ოდესმე მათ ურჩიეს ასე მოქცევა.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული კაცის მთავარი კომპლექსი არის ის, რომ მას მუდამ ეჩვენება თითქოს იგი არავის უყვარს გულწრფელად. მორიელმა კარგად იცის
საკუთარი მძიმე ხასიათის ამბავი, ამიტომ არავის სიყვარულის არ სჯერა.

მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ერთი კომპლექსი აქვს - არ დაკარგოს აღიარება. ამ მამაკაცს მიაჩნია, რომ ყველგან და ყველაფერში იდეალურად ერკვევა. იგი ვერ იტანს სოციალური სტატუსის დაკარგვას და იზოლაციაში მოქცევას. ან კრიტიკას საკუთარი ერუდიციის შესახებ.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის მამრებს ყველაზე დიდი კომპლექსი საკუთარ წარმოშობასა და სოციალურ სტატუსთან მიმართებაში ტანჯავთ. თხის რქას გულის სიღრმეში რცხვენია ხოლმე თავისი წარმომავლობის და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მიაღწიოს პრივილეგირებულ მდომარეობას.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული კაცის მთავარი კომპლექსი ნარცისიზმია. იგი გიჟდება საკუთარ თავზე, მიაჩნია რომ უნიკალურია და ვერ იტანს როცა ვინმე მას სხვას ადარებს. მერწყული გულწრფელად თვლის, რომ იმსახურებს გარშემო მყოფების აღფრთოვანებას.

თევზების ნიშნით დაბადებული კაცის მთავარი კომპლექსი არის ის, რომ იგი ხშირად ფიქრობს სხვებს მისი მოსაზრება არაფერში სჭირდებათ. თევზები ხშირად იტანჯებიან ფარული კომპლექსით იმის თაობაზე, რომ ახლობელი ადამიანები მას უმალავენ ხშირად სიმართლეს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა