ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ივლისში შეცდენას დაუპირებენ
ზოგიერთ ჩვენგანს მეორე ნახევარი ჰყავს, სხვები კი ჯერ კიდევ ეძებენ სიყვარულს. მნიშვნელობა არ აქვს, დაკავებული ხართ თუ თავისუფალი, ივლისში დიდი ალბათობით თქვენს შეცდენას ეცდებიან.
ვერძი
თქვენს ცდუნებას ეცდებიან ლომის ან ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. ლომი აშკარად არ გამოამჟღავნებს თავის გრძნობებს, ტყუპები კი მეგობრის ნიღაბს ამოაფარებს რეალურ განზრახვას. თუ პარტნიორი არ გყავთ, შეგიძლიათ მათთან თამაშში ჩაებათ, მაგრამ თუ უკვე იპოვეთ მეორე ნახევარი, ნუ გაივლით ღალატის ბეწვის ხიდზე, როგორი ქარიზმატულიც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი პოტენციური მაცდუნებელი.
კირჩხიბი
თქვენს შეცდენას ან თქვენი გულის მოპარვას შეეცდება ქალწული, რომელთანაც საკმაოდ დისტანციური ურთიერთობა გაქვთ. შესაძლოა იგი თქვენი კოლეგა, კურსელი ან ძველი ნაცნობი იყოს. საქმე ისაა, რომ ამ ადამიანმა თვალი გაცნობის დღესვე დაგადგათ, მაგრამ, როგორც ქალწულებს სჩვევიათ, თქვენდამი ინტერესი არ გამოხატა და არ დაგაფრთხოთ. იანვარში (და შესაძლოა თებერვალშიც) იგი გააქტიურდება და თქვენთან დაახლოებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რადგან ლოდინითა და მოთმინებით დაიღალა.
სასწორი
თქვენ სიახლოვეს იტრიალებს მერწყული. თუ მერწყულს არავის იცნობთ, მოემზადეთ ახალი ნაცნობობისთვის.
ხოლო, თუ
მერწყულის გაგონებაზე ვინმე გახსენდებათ, კარგად დააკვირდით მის ქცევებს. თქვენ მოსახიბლად და
საცდუნებელად მერწყული არ მოერიდება ლამაზ ტყუილებს. ნუ ჩაიყენებთ თავს საეჭვო სიტუაციაში. თუ თქვენი ყოფილი მერწყულია, არ დათანხმდეთ მასთან სექსს. ფიზიკური სიახლოვის შემდეგ, ხელახლა გეტკინებათ გული,
რადგან გათენდება თუ არა, მერწყული გადაწყვეტს, რომ წინა ღამეს მხოლოდ სენტიმენტები შემოაწვა და სერიოზულ ურთიერთობაში ყოფნა არ უნდა, ან გამოგიცხადებთ, რომ გრძნობები დატესტა და აღმოაჩინა, რომ თქვენდამი გაციებულა.
მშვილდოსანი
თქვენზე ნადირობას ტყუპი დაიწყებს. მარტივად დაგანახებთ, რომ საინტერესო და მხიარულია,
მეტიც მის გვერდით ვერ მოიწყენთ, რაც ამ ადამიანის წისქვილზე დაასხამს წყალს. ვინაიდან ავანტიურისტი ხართ
და გიყვართ სასიყვარულო თავგადასავლებში ჩართვა, დიდი ალბათობით,ამ ადამიანს უფლებას მისცემთ გაცდუნოთ. ფლირტისას ფიქრი არ გიყვართ, მაგრამ შედეგების წინასწარ აწონ-დაწონვა მაინც გმართებთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge