თეგებით ძიება

„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემორჩილება - ისრაელის თავდაცვა

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, სამხედროები განაგრძობენ დარტყმებს ღაზის სექტორში, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემორჩილება.

„დღეს დილის მდგომარეობით, „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და შეთანხმების საპირისპიროდ ისრაელს არ მისცა მძევლების სახელები“, – განაცხადა ჰაგარმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მითითებით, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა იქამდე, ვიდრე „ჰამასი“ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა