„ასე ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულ ჭიდაობას ხვდება" - ილია თოფურიამ მერაბ დვალიშვილს ულოცავს
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მერაბ დვალიშვილ უმარ ნურმაგომედოვთან გამარჯვებას ულოცავს.
„მერაბ, ძმაო, როგორი მებრძოლი ხარ! ვამაყობთ შენით. ესე ხდება მაშინ, როცა დაღესტნურ ჭიდაობას ქართული უპირისპირდება“ — „მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ! თავს ამაყად გვაგრძნობინებ. ასე ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულ ჭიდაობას ხვდება", - წერს ილია თოფურია X-ზე.
„მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ,მანქანა ვარ, მაგრამ როცა ამ ჩხუბს 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი, ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, მაგრამ ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი. მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. საკუთარი თავით ვამაყობ. შემიძლია, დღეს კარიერა დავასრულო და ბედნიერი ვიყო. მიყვარხარ, საქართველო!“, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა.
ცნობისთვის UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა. საჩემპიონო ბრძოლაში ის დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა.