თეგებით ძიება

ყველაზე სასარგებლო ხელმისაწვდომი თევზი ორაგულია

ჩვენს სუპერმარკეტებში საკმაო რაოდენობის სხვადასხვა სახეობის თევზი იყიდება. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეგრეთწოდებულ ხელმისაწვდომ თევზებს შორის ყველაზე სასარგებლო ორაგული აღმოჩნდა. სარაგებლოა ორაგულისებრთა სხვა წარმომადგენლებიც "გორბუშა", კეტა და სხვა. ამასთან მეცნიერები აცხადებენ, რომ სასარგებლოა ბუნებრივ პირობებში დაჭერილი ორაგული და არა ხელოვნურ პირობებში, ე.წ. "თევზის ფერმებში" მოშენებული თევზი, რადგან ისინი სხვადასხვა, ხელოვნურ საკვებით საზრდოობენ. ორაგულისებრთა ჯიშის თევზები დიდი რაოდენობის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელიც სასარგებლოა ადამიანისათვის.
მედიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ სასარგებლო შეიძლება უფრო იაფფასიანი თევზებიც იყოს. მაგალითად, დაკონსერვებული სარდინა, თუ რა თქმა უნდა კონსერვი ყველა წესის დაცვით არის დამზადებული და თევზი ზედმეტად მარილიანი არ არის.
ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები შეიძლება მიიღოთ ისეთი თევზებისგან, როგორიციაა ქაშაყი და ქაფშია. ამასთან, ამ თევზების შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის იყოს ახალი ან ახლად გაყინული. ასევე არაა რეკომენდირებული მათი მომზადებისას ცხიმის დამატება.







წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა