თეგებით ძიება

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი - ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სტრესს, დაძაბულობას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სწორედ რთულ სიტუაცია ზრდის ადამიანს. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები.

კურო - რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება ვნებიან რომანში გადაიზარდოს. მთავარია, თავად გქონდეთ სურვილი. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებს შესასრულებლადაც.

ტყუპი - უნდა იცოდეთ, ვის უნდა მიაკითხოთ, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. პირად ცხოვრებაზე მეგობრებს მოუყევით. თუმცა, რამდენს გამოიმუშავებთ არავის უთხრათ.

კირჩხიბი - მნიშვნელოვან დოკუმენტებში პატარა შრიფტით რაც წერია ის ყურადღებით წაიკითხეთ. სამსახურში წვრილ-წვრილი საქმეები გექნებათ მოსაგვარებელი, მაგრამ ყველაფერი დაკვირვებას საჭიროებს.

ლომი - ნუ ეცდებით ადამიანების თქვენს მხარეს გადაბირებას. დღეს ნუ მოაგვარებთ სასიყვარულო საკითხებს. დღეს უნდა იმუშაოთ რთულ საკითხებზე, იყავით მიზანმიმართული და არ მოცდეთ წვრილმანებზე.

ქალწული - კარგი დღეა საკუთარი თავის ახალ ჰობიში, საქმიანობაში, თავგადასავალში გამოსაცდელად. აგრეთვე, თვალსაწიერის გასაფართოებლად.

სასწორი - ცხოვრება არასდროს იქნება იდეალური და არც
იდეალური ადამიანები არსებობენ. მიიღეთ ყველაფერი მშვიდად და გაიღიმეთ, არ ღირს ყველაფერზე ნერვების მოშლა.

მორიელი - იმდენად ცოტა თავისუფალი დრო გექნებათ, რომ წუთობრვად უნდა შეადგინოთ განრიგი. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ახალი საქმეების ადა ახალგაცნობილებისადმი.

მშვილდოსანი - კარგად უნდა შეარჩიოთ პარტნიორები, რომლებთანაც მუშაობას აპირებთ. თუ გრძნობთ, რომ ადამიანი ნერვებს გიშლით, გაეცალეთ.

თხის რქა - ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებული და ნუ გარისკავთ. საკუთარ პრობლემებთან მარტო ნუ დარჩებით. დღეს მცირე გასაუბრება უცხო ადამიანთანაც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მერწყული - დღის განმავლობაში მოგეჩვენათ, რომ ზოგიერთი მოვლენა ადრე უკვე მოხდა თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს უჩვეულო ადგილებში.

თევზები - ურთიერთობა, რომელიც "გარდაცვლილი" გეგონათ, შეიძლება "გაცოცხლდეს". შეიძლება აღადგინოთ ის საქმეები, რომლებიც მივიწყებული გქონდათ. თუ ადამიანი გენატრებათ და ვერ ურეკავთ, შეტყობინება მაინც გაუგზავნეთ.

წყარო: astrologi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა