ეს სალათა თავისი სიმარტივით და საუცხოო გემოთი მოგხიბლავთ!
ამ სალათას უცნაური სახელი ჰქვია – “პატარძალი”. ის შუბასა და ოლივიეზე მეტად გემრიელია, მისი გაკეთება კი მარტივად გამოგივათ.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
შებოლილი ქათამი – 300 გრამი
ქათმის კვერცხი – 4 ცალი
მდნარი ყველი
კარტოფილი – 2 ცალი
ხახვი გემოვნებით
მაიონეზი
მომზადება:
ქათამი პატარა ნაჭრებად დავჭრათ.
კარტოფილი მსხვილად გახეხეთ, ყველი – წვრილად. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან.
ხახვი წვრილად დაჭერით, 10-20 წუთი ვაშლის ძმარში ამყოფეთ, შემდეგ თბილი წყალი დაასხით.
სალათა ფენების მიხედვით მოამზადეთ. თითოეული ფენა მაიონეზით გამოყავით.
1-ლი ფენა: ქათამი, მაიონეზი
მე-2 ფენა: ხახვი
მე-3 ფენა: კარტოფილი, მაიონეზი
მე-4 ფენა: კვერცხის გული
მე-5 ფენა: მდნარი ყველი, მაიონეზი
მე-6 ფენა: კვერცხის ცილა