კეფირში დამარინადებული ქათამი - ახალი და უმარტივესი რეცეპტი
კეფირის მარინადი მზადდება მარტივად და შესანიშნავია როგორც მთელი ქათმის, ისე ქათმის გულ-ღვიძლის, ფრთების, ბარკლების ჩასაწყობად. თანაც შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც ღუმელში, ისე გაზქურაზე ტაფაზე შეწვის დროს.
საჭირო პროდუქტი:
ქათამი - 800 გრ
კეფირი - 75 გრ
სუნელები - გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
გარეცხილი ქათამი დაჭერით ულუფებად. მოაყარეთ მარილი და სანელებლები.
ქათმის ნაჭრები მოათავსეთ ღრმა ჯამში და მოასხით კეფირი - ისე, რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს.
დატოვეთ დამარინადებული ქათამი ორი საათით.
შემდეგ გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით, 1 საათით, სანამ ქათამი კარგად არ დაიბრაწება.
კეფირში დამარინადებული ქათამი შეგიძლიათ, მიირთვათ ბრინჯთან ან კარტოფილის პიურესთან ერთად
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge