კონორ მაკგრეგორი ნურმაგომედოვის გამარჯვებას გამოეხმაურა
UFC 242-ის მთავარ ბრძოლაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ქამრის დროებითი მფლობელი, დასტინ პორიე დაამარცხა და ტიტულის დაცვა შეძლო.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, კონორ მაკგრეგორმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და UFC-ს ხელმძღვანელობას რემატჩის დანიშვნა სთხოვა.
"ჩანიშნეთ ჩემი რემატჩი მოსკოვში", - დაწერა ირლანდიელმა.
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის ბრძოლა, რომელიც გასულ წელს აშშ-ში ჩატარდა, რუსი სპორტსმენის გამარჯვებით და სკანდალით დასრულდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ნურმაგომედოვის და პორიეს შეხვედრაში გამარჯვებულის მეტოქედ ტონი ფერგიუსონი დაასახელა.