"ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ნორმას რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის" - Meta
Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი, Instagram-ი, Messenger-ი, WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს.
მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებზე შესვლა უჭირთ.
Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, გლობალურად გაითიშა.
Downdetector-ის მონაცემებით, 22:10 საათისთვის Meta-ს მომხმარებლებისგან 100 ათასზე მეტი "რეპორტი" შევიდა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა Meta-მ და აღნიშნა, რომ პრობლემაზე მუშაობენ. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელს.
"ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემა ზოგიერთ მომხმარებელს უზღუდავს წვდომას ჩვენს აპლიკაციებზე. ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის", - წერია Meta-ს განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე ვრცელდება.