თეგებით ძიება

ყველამ აღიარა, საქართველოში მაიდანი ვერ შედგა და არ შედგება - ეს საუბარი სწორედ ამ ეტაპის დასასრულს ნიშნავს - ქადაგიშვილი მაკრონისა და ივანიშვილის საუბარზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, "ღამის კურიერის" ეთერში, ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრობს.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ყველამ აღიარა, საქართველოში მაიდანი ვერ შედგა და არ შედგება. ეს არის ცალსახა და მაკრონის საუბარი სწორედ ამ ეტაპის დასასრულს ნიშნავს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი გრძელდება და მთავარი გზავნილიც ეს იყო, რომ მაიდანიზაციის პროცესი დასრულებულია და აწი უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ პროცესზე.

ჩვენ ვამბობდი, რომ 20 იანვარი ის თარიღია, როდესაც გეოპოლიტიკის დონეზე შეიცვლება რაღაცები და ეს საქართველოსაც შეეხება. ეს განპირობებულია ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლითაც. ტრამპის პირველი მერცხალიც ვიხილეთ მაკრონის ამ კონტაქტით.

ბუნებრივია, რომ ყოველთვის არის მოწოდება მღელვარე სიტუაციის ჩაქრობას და შერიგების ნაბიჯებს, რომელიც გულისხმობს დაკავებული პირების გამოშვებას და, პარალელურად, დიალოგს.

ბატონი ბიძინას მხრიდან ნათქვამი იყო, რომ დაკავებები არის ადმინისტრაციული წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე გათავისუფლდებიან. რაც შეეხება სასამართლოში წაღებული საქმეები რაც არის, ერთი რამეა - ჩვენი სასამართლო სისტემა მაღალ დონეზე აბარებს გამოცდებს. ყველა სენსიტიური საქმე, რომელსაც შეიძლებოდა პოლიტიკური ელფერი ჰქონოდა, საქართველოს სასამართლომ მოიგო და გაიმარჯვა. ამიტომ ჩვენი სტანდარტი ძალიან მაღალია", - აცხადებს ქადაგიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა