თეგებით ძიება

ზოდიაქოს ნიშნები და მათი ცოდვები

ყოველ ადამიანს აქვს თავისი სისუსტეები და ეს არც არის გასაკვირი. მთავარია, მათი აღიარება და მათთან ბრძოლა შეგვეძლოს. მოდი, ვნახოთ, რა სისუსტით სცოდავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი.

ვერძი - შეჯიბრი
ამბიციები ვერძებს აიძულებს, ყველას ყველაფერში გაეჯიბრონ. საკუთარ თავთან იმდენად მომთხოვნები არიან, რომ გამარჯვების მანია სჭირთ. მოეშვით. ზოგჯერ ცხოვრებითაც უნდა დატკბეთ და დაკმაყოფილდეთ იმით, რაც უკვე გაქვთ.

კურო - ტკბობა
თქვენ კომფორტით ტკბობა გიყვართ. მაგრამ იცით კი, რომ აბრეშუმის თეთრეულში ნებივრობა, ვერცხლის ჭურჭლიდან სადილობა და მუდმივად დროსტარების მორევში ყოფნა ცოდვაა? თუმცა, ეს რომც იცოდეთ, თქვენ მაინც ვერაფერი შეგაჩერებთ.

ტყუპები - ორპირობა
თქვენ არ ერიდებით ფარისევლობასა და მლიქვნელობას. თუმცა, რაც არ უნდა გასაკიცხი იყოს თქვენი ასეთი საქციელი, მას წარმატებისკენ მიჰყავხართ.

კირჩხიბი - მრუშობა
მრუშობა ბევრი დაუქორწინებელი ადამიანის ცხოვრებაშია. ეს კირჩხიბების უმეტესობას ახასიათებს, მაგრამ ამაზე ძალიანაც არ ნაღვლობენ.

ლომი - სიამაყე
რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ქედმაღალი ხართ. უბრალოდ, თქვენ არ მალავთ, რომ ყველაზე უკეთესი ბრძანდებით - აბსოლუტურად ყველაფერში.

ქალწული - ჭორაობა
ფიქრობთ, სამართლიანია ვინმეზე საუბარი მათი თანდასწრების გარეშე? აბა, სცადეთ ადამიანებისთვის იგივეს პირში თქმა. უფრო კარგი იქნება, თუკი საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ კრიტიკას შეანელებთ.

სასწორი - უსაქმურობა
რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად გართობა და წვეულებებზე დროს გატარება ყოველთვის სასიამოვნოა. მაგრამ ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა. ეცადეთ, სამყაროს რაიმე ფასეული შესძინოთ.

მორიელი - ავხორცობა
ძალიან მგრძნობიარე და ვნებიანი ხართ. ამასთანავე, ამორალურობის შესახებ საკუთარი შეხედულება გაქვთ. საბედნიეროდ, სიამაყე არ გაძლევთ ნებას, პარტნიორს უღალატოთ. თქვენი გამძლეობის ბევრს შეშურდებოდა.

მშვილდოსანი - უმიზნო ლაყბობა
თქვენ არა მხოლოდ სისულელეების ლაპარაკი და საზოგადოებაში მასხარას როლის თამაში მოგწონთ, თქვენ ამით ამაყობთ კიდეც და მას ღვთიურ ნიჭს უწოდებთ. შეჩერება რომ გთხოვონ, შეასრულებთ თხოვნას? ალბათ, ვერა.

თხის რქა - სიძუნწე
ყურადღებაში ძუნწი არ ხართ. თქვენ მხოლოდ ფული გაინტერესებთ და მზად ხართ, ბევრი მძიმე სამუშაო შეასრულოთ. საკუთარი ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა ვითომ ცოდვაა? იქნებ, ეს უფრო ეკონომიურობაა?

მერწყული - დაუმორჩილებლობა
როგორც წესი, თქვენ ამით ძლიერ ამაყობთ. ცხოვრების ყველა ასპექტში დაუმორჩილებლობის ეტალონი ბრძანდებით. თქვენ საკუთარი შეხედულებები და ფასეულობები გაქვთ. ამას გარდა, ავტორიტეტებსაც არ ცნობთ.

თევზები - საკუთარი ნიჭის გამოუყენებლობა
იცით, რომ საკუთარი ნიჭის ფუჭად ფლანგვა ცოდვაა? საოცრად ნიჭიერი ბრძანდებით, თანაც - ყველაფერში, მაგრამ ისიც იცით, რომ შედეგის მისაღებად, ნიჭის გარდა, მძიმე შრომაც საჭიროა. ეს კი გაფერხებთ. არადა, თქვენ სამყაროში ბევრი რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ.










წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა