თეგებით ძიება

დაფნის ფოთოლი, დარიჩინი და კიდევ 5 ძლიერი თილისმა

ყველამ ვიცით, რომ თილისმები ჩვენი დამცველები არიან. მაგრამ ვიცით კი რისთვის რა უნდა გამოვიყენოთ? არსებობს მარტივი თილისმები და სწორედ მათ გამოყენებას გასწავლით დღეს.

დაფნის ფოთოლი
თილისმა სისუფთავის, გამარჯვების, შინაგანი ძალის სიმბოლოა.დაფნის გვირგვინს გამარჯვებულებს ადგამდნენ თავზე. სახლს დაფნა ნეგატივსგან იცავს. მას სურვილის ასასრულებლადაც იყენებენ. ამისათვის აიღეთ დაფნის მშრალი ფოთოლი, დაისუნთქეთ მისი არომატი, ჩაუთქვით სურვილი, ხელებით დაფხვენით და ქარს გაატარეთ. იმისათვის, რომ სახლში მუდმივად გქონდეთ ბარაქა, 5 ცალი დაფნის ფოთოლი შეკარით და შემოსასვლელი კარის თავზე ჩამოკიდეთ.

დარიჩინი
მას წარსულში აქტიურად იყენებდნენ ჯადოქრები. ის დაგეხმარებათ ადამიანის გამოჯანმრთელებაში, განწყობის გაუმჯობესებაში, სიყვარულის მოზიდვაში. თუ გსურთ, სახლი ნეგატივისგან გაწმინდოთ, წყალში, რომლითაც იატაკები უნდა მოწმიდოთ, ერთი მუჭა დარიჩინი ჩაყარეთ. კეთილდღეობის მისაზიდად ჩაიში ჩაიყარეთ და სურვილიც ჩაუთქვით.

ასაღები
ის, რასაც ცხელი ქვაბის ან ჩაიდნის ასაღებად ვიყენებთ შეიძლება ჯადოქრობაში დაგვეხმაროს. სასურველია, მას ხელთათმანის ფორმა
ჰქონდეს. მაგიური ასაღები-ხელთათმანი თავად უნდა შეკეროთ. ჩაააკერეთ მასში სიყვარული, ბარაქა და ჯანმრთელობა.

ხახვის გალა
ხახვის, ნივრის ან წიწაკის აცმა იცავს ოჯახს ავი თვალისა და უბედურებისგან. სახლს გაათავისუფლებს დაგროვილი ნეგატივისგან. სასურველია, სამზარეულოში, კუთხეში ჩამოკიდოთ.

სანაყი და მისი ქვა
სანაყი ქალს განასახიერებს, ქვა - მამაკაცს. მათი გაერთიანებით ძლიერ, ჰარმონიულ ქორწინებას დაიბევებთ. რაც უფრო აქტიურად გამოიყენებთ მას ყოფა-ცხოვრებაში, მით უკეთესია.

ცოცხი
აუცილებად დადეთ ტარით დაბლა. ის დაგიცავთ ავადმყოფობისა და სიღარიბისგან. როცა რაღაცისგან გათავისუფლება გინდათ, გაგავეთ ბინა და წარმოიდგინეთ, რომ მასაც (უბარაქობა, ავადმყოფობა, მარტოობა) აგდებთ სახლიდან.

მზესუმზირა
გამარჯვების, წარმატების მომტანი მცენარეა. მისი დანახვა მუდამ გვიმაღლებს გაწყობას. სახლში ბედნიერება და სიხარული მოაქვს. სასურველია, მაგიდაზე ან ფანჯარასთან მოათავსოთ.
გახსოვდეთ, რომ პერიოდულად თილისმები უნდა გმოაცვალოთ. რადგან დროდადრო ისინი ნეგატიურ ენერგეტიკას აგროვებენ.

მოამზადა რუსუდან გელაშვილმა













წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა