თეგებით ძიება

წყვილების ჰოროსკოპი ალექსანდრ ლიტვინისგან: „ოქტომბერში გველოდება ეჭვიანობა და მოპოვებულის შენარჩუნების მძაფრი სურვილი"

ალექსანდრა ლიტვინი ცნობილი ასტროლოგი და ექსტრასენსია. გთავაზობთ ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს წყვილებისთვის:
„ადამიანებში მოიმატებს ეჭვიანობის გრძნობა და ბევრი ჩვენგანი შეეცდება ყველა მეთოდითა და გზებით მოახდინოს არსებული პარტნიორის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია მხურვალე სკანდალები, კონფლიქტები თავისუფლების შეზღუდვის ნიადაგზე მძაფრი ეჭვიანობის სცენები, რომელიც საკუთარ თავსა და პარტნიორის გრძნობებში დაურწმუნებლობის საწინდარია."


„თუმცა, ოქტომბრის თვე ის პერიოდი არ გახლავთ, როცა წყვილებს შორის კონფლიქტი კარის სამუდამო გაჯახუნებითა და განშორებით დასრულდება. შესაბამისად, ვნებები მალე დაცხრება და უკვე არსებული სიტუაციაც დაექვემდებარება გადახედვას."


„ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ მოერიდოთ დიქტატორულ გამოვლინებას საყვარელი ადამიანების მისამართით. ეს ის დროა, როცა ახალი კავშირების წამოწყების პერსპექტივა საკმაოდ სახიფათო ეჩვენება ხალხს. შესაბამისად, ახალი სტატუსიც აშინებთ ურთიერთობაში. ამიტომ, თუკი თქვენი რომანი ეს ესაა დაიწყო, ნუ დააჩქარებთ მოვლენებს ხელოვნურად. უბრალოდ ნოემბრამდე, უკვე არსებული სიტუაცია და რომანტიკული განწყობა "დააკონსერვეთ".














წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა