თეგებით ძიება

სპაგეტი ყაბაყისგან

გაოცდით? თუმცა, ეს რეალობაა, თანაც გემრიელი, ჯანსაღი და მარტივად მოსამზადებელი...





ინგრედიენტები:

ყაბაყი - 2 ცალი
პამიდორი - 1 ცალი
ნიორი - 2 კბილი
მზესუმზირის ზეთი - 1 ს/კ
მარილი - გემოვნებით
პროვანსის მწვანილები - გემოვნებით (ერთგვარი სუნელი, რომელიც შეიცავს როზმარინს, ქონდარს, ქინძს, მაიორანას, ბაზილიკს (მწვანე რეჰანი), ორეგანოს (თავშავი), მდოგვს. იყიდება დიდ მარკეტებში).


მომზადების წესი:


1. გახეხეთ ყაბაყი სტაფილოს სახეხზე (გრძელ ჩხირებად).


2. დაასხით პამიდორს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2-3 წუთი. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და მოაცილეთ კანი. დაჭერით კუბიკებად.


3. გაფცქვენით ნიორი და გამოატარეთ ნივრის საჭყლეტში.


4. მცირე რაოდენობის ზეთში მოშუშეთ პამიდორი და ნიორი. თუშეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.


5. ჩაამატეთ პამიდორში ყაბაყის სპაგეტი და ამზადეთ 5 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მარილი და სანელებლები გემოვნებით.


გემრიელად მიირთვით!













წყარო:funtime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა