X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
რა გელოდებათ ოქტომბერში - ასტროლოგიური პროგნოზი
  • რა გელოდებათ ოქტომბერში - ასტროლოგიური პროგნოზი

    როგორი იქნება ოქტომბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ასტროლოგები ამბობენ, რომ ცხოვრებაში, სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებებია მოსალოდნელი და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევენ:

    8 ოქტომბერს ახალმთვარეობაა - ახალი მთვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ექცევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი.

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს ახალი ენერგიით აავსებს.

    სასწორის ზოდიაქოს ნიშანს, ასტროლოგიის მიხედვით, სიყვარულის მფარველი პლანეტა, ვენერა განაგებს და მიუხედავად ვენერას რეტროგრადირებისა, ახალმთვარეობის დროს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა გამყარდება და რომანტიკული მაგიით აივსება.

    სასწორის ზოდიაქოს ნიშანი მშვიდობასთან, სიყვარულთან და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებთან ასოცირდება. განსაკუთრებული შარმი, სოციალური თვალსაზრისით აქტივობა, კომუნიკაცია - ეს არის სასწორის მთავარი ენერგეტიკა და ახალი მთვარის პერიოდში ეს საკითხები წინა პლანზე წამოიწევს.

    იგრძნობთ სიმშვიდესა და ბალანსს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასწორი მართალია საუკეთესო დიპლომატია, მაგრამ ამავდროულად, ცოტა მშიშარაა, ამიტომაც უნდა ეცადოთ, რომ ურთიერთობებში შიშმა არ შეგიპყროთ.

    დაკავდით რაიმე სახელოვნებო საქმიანობით. არაუშავს თუ საკუთარ თავში მსგავს ნიჭს ვერ პოულობთ. გააკეთეთ ისე, როგორც გამოგდით. არ არის აუცილებელი პიკასო იყოთ, დახატეთ ისე, როგორც შეგიძლიათ, ეს დიდ შვებას და სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

    იქნებით უფრო მომხიბვლელები და გარშემომყოფების აღფრთოვანების ობიექტები გახდებით.

    გირჩევთ, გაალამაზოთ თქვენი საცხოვრებელი გარემო სხვადასხვა ფერებით, ყვავილებით, მოუსმინოთ მუსიკას, ეცადოთ დრო საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

    ყურადღება მიაქციეთ ჩაცმის სტილს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ არ ჩაიცვათ მუქიფერის სამოსი. მხიარულ და ღია ფერებზე შეაჩერეთ არჩევანი.

    ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ კონფლიქტები აირიდოთ თავიდან. ეცადეთ სამომავლო გეგმებზე სწორედ ამ დღეს ისაუბროთ. ასტროლოგების მტკიცებით, თუ მომავალს ახალი მთვარის დროს დავგეგმავთ, ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მოხდება და აუცილებლად მივიღებთ ცხოვრებისგან იმას, რაც გვსურს.

    წყარო: Newposts.ge
    8 898 ნახვა
    Загрузка...
    4-10-2019, 02:21
    Загрузка...