როგორ მოვამზადოთ სახლში მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კეტჩუპი
ყოველი ჩვენგანი მაცივარში ინახავს რაიმე სოუსს ან კეტჩუპს და ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ისინი კერძს პიკანტურ გემოსა და სიცხარეს მატებს. სუპერმარკეტების თაროებზეც მრავლად ნახავთ კეტჩუპების ნაირსახეობებს სულ სხვადასხვა მწარმოებლისგან, მაგრამ გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა სახლში მოზადებული კეტჩუპი. სწორედ ამიტომ, სანამ მწვადის სეზონი დაიწყება, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელიდა შინ მარტივად მოსამზადებელი კეტჩუპი, რომელიც ნებისმიერ კერძს მოუხდება.
ინგრედიენტები:
1 ს.კ. ყავისფერი შაქარი;
2. 100 მლ ანადუღარი წყალი;
3. ნახევარი საშუალო ზომის ხახვი;
4. 200 გრ. ტომატის პასტა;
5. მეოთხედი ჩ.კ. მარილი, პილპილი და ყველა ის სანელებელი, რომელიც გიყვართ.
დანარჩენი შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ. ასე რომ, თუ გადაწყვეტთ ცვრიანი მწვადით ისიამოვნოთ, არ დაგავიწყდეთ ამ გემრიელი კეტჩუპის მომზადებაც, მისი დაგემოვნებით მიღებული შეგრძნებები განუმეორებელი იქნება!
წყარო: janmrteli.ge