საფუვრის რბილი, ჰაეროვანი და გემრიელი როგალკები რძეზე. ბავშვობის გემო, რომელცი არასდროს დამავიწყდება
თუ თქვენ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიბადეთ და გაიზარდეთ, დარწმუნებული ვარ, კარგად გემახსოვრებათ უგემრიელესი “როგალკები” ჯემით, რომელთაც სკოლის სასადილოებში ვხვდეობდით. მსუბუქი, ნაზი, მოცულობითი და საოცარი არომატით გამორჩეული ეს ფუნთუშები პირადად მე ძალიან მიყვარდა.
დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ ამ ძალიან გემრიელი ფუნთუშების მომზადების მარტივ, ორიგინალ რეცეპტს. მოდით, ერთად გავიხსენოთ ბავშვობის გემო!
როგალკები საფუვრის ცომით
ინგრედიენტები:
500 გრამი ფქვილი
2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
5 ს.კ. შაქარი
2 კვერცხი
75 გრამი კარაქი
200 მლ რძე
0,5 ჩ.კ. მარილი
2 ს.კ. სეზამის თესლი
100 გრამი ჯემი (თქვენი გემოვნების მიხედვით)
მომზადება:
1. შეურიეთ ერთმანეთში თბილი რძე, საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი. დააყოვნეთ ცოტახნით, რათა საფუარი გააქტიურდეს.
2. ღრმა ჭურჭელში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ დარჩენილი შაქარი, მარილი, კარგად ათქვეფილი კვერცხი და ბოლოს საფუვრის მასა, რომელიც წინასწარ გავამზადეთ. შეუდექით ცომის ამოყვანას.
3. ცომის ხელებით კარგად დამუშავების შემდეგ ჩაამატეთ მასში კარაქი, ზილეთ კარგად კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ დააყოვნეთ სითბოში დაახლოებით 1 საათით, რათა მოცულობაში გაიზარდოს.
4. მზა ცომი გაყავით 12 თანაბარი ზომის ბურთათ, გადააფარეთ ზემოდან პირსახოცი და დააყოვნეთ კიდევ 10 წუთით.
5. თითოეული ბურთი გააბრტყელეთ ისე, რომ მათი სიგრძე თქვენი ხელის სიგრძეს ოდნავ აღემატებოდეს.
6. გაბრტყელებული ცომის ქვედა კუთხეში მოათავსეთ 1 კოვზი შიგთავსი და კარგად შეუკარით მას კუთხეები. მეტი თვალსაჩნოებისთვის, დააკვირდით ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოს.
7. ცომის დარჩენილ ნაწილს გაუკეთეთ 4 ჭრილი და შეუდექით როგალკების ფორმირებას.
8. გამოსაცხობად გამზადებული ფუნთუშები გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, რომელშიც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ ჩაფენილი და დააყოვნეთ კიდევ 15-20 წუთით.
9. სპეციალური ფუნჯის გამოყენებით წაუსვით მათ ზემოდან კარგად ათქვეფილი კვერცხი.
10. მოაყარეთ ზემოდან სეზამის დაფქული თესლი (სურვილისამებრ, შეგიძლიათ მისი შაქრის პუდრით ჩანაცვლება).
11. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით როგალკები გამოსაცხობად და დატოვეთ დაახლოებით 20-25 წუთით.
12. გემრიელად მიირთვით!
როგორც ხედავთ, ამ უგემრიელესი ფუნთუშების მომზადება არც ისე რთულია. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელიც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგინეთ, და ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგივათ. თქვენს შვილებს, ოჯახის ყველა წევრსა და სტუმრებს როგალკების გემო აუცილებლად შეუყვარდებათ!
წყარო:gemrielia.ge