თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ძლიერი ქალები და ყველაზე სუსტი ხასიათის მამაკაცები

ნებისმიერი ადამიანი ამ რომელიც ამ ქვეყანას ევლინება, ინდივიდუალურია. თუმცა, ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც დაბადებიდან გერგოთ განაპირობებს იმას დამატებით, რა სახის საერთო ასტროლოგიური თვისებები გარგუნათ კოსმოსმა. ასტროლოგები თვლიან, რომ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მმართველი პლანეტა განაპირობებს თქვენი ხასიათის მამაკაცურ და ქალურ საწყისს. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ძალთა გადაბალანსება არეულია - შედეგად ვიღებთ მამაკაცური ხასიათის, ძლიერ ქალებს და შედარებით უფრო ფემინურ მამაკაცებს, რომელთაც უნებისყოფობა და უპასუხისმგებლობა ახასიათებთ. მაინც ვინ მოხვდა "შავ სიაში" ამას ჩვენი სტატისტიკით გაიგებთ.

ძლიერი ქალების სამეულში შედიან:

ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ამ ზოდიაქოს მართავს ომისა და აგრესიის პლანეტაა. ამიტომაც არიან ქალი ვერძები საოცრად ბრძოლისუნარიანები და კონფლიქტურები. მათ შორის ბევრი კარიერისტი და ძალაუფლებისმოყვარული ქალი გვხვდება.

მორიელი - ზემოხსენებული მარსი და არანაკლებ დამანგრეველი ენერგეტიკის მქონე პლანეტა პლუტონი - ზუსტად ეს ორი პლანეტა მართავს მორიელის ნიშანს. ამიტომაც არიან ქალი მორიელები დაუმარცხებლები და ხშირად მამაკაცებსაც არ უდებენ ტოლს ნებისმიერ საქმიანობაში.

თხის რქა - პლანეტა სატურნი, რომელიც თხის რქის მმართველად ითვლება ქალ თხის რქას სიჯიუტით, პრინციპული
ხასიათითა და ამბიციურობით აჯილდოებს. ქალი თხის რქები ძალიან თავმოყვარეები, მშრომელები და მიზანსწრაფულები არიან. ისინი ხშირად იკავებენ ხელმძღვანელ თანამდებობს.

შედარებით სუსტი ხასიათით კი შემდეგი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები გამოირჩევიან:

ტყუპი - მერკური, რომელიც მართავს ტყუპის ნიშანს, ასტროლოგიურად უსქესო პლანეტებს განეკუთვნება. ამიტომაც არიან ტყუპი მეგობრული, კომუნიკაბელური მამაკაცები. მათთვის ადვილია ქალთან მეგობრობა. თუმცა, მერკურის ცვალებადობის გამო, ეს მამაკაცი იშვიათად არის მტკიცე ხასიათის.

კირჩხიბი - მთვარე, რომელიც ასტროლოგიურად ქალების მნათობადაა მიჩნეული კირჩხიბის ნიშანს მართავს. ამიტომაც არიან მამაკაცი კირჩხიბები ზედმეტად ემოციურები, წყენიები და ბუტიები. მათ უმეტესობას უყვარს სხვებზე ზრუნვა, თუმცა თავად მასზეც რომ დედასავით იზრუნოს ვინმემ სულაც არ იქნება წინააღმდეგი.

სასწორი - ვენერა, კიდევ ერთი "ფემინური" პლანეტაა, რომელიც სასწორის ზოდიაქოს ნიშნის მმართველად ითვლება. შესაბამისად, სასწორი მამაკაცები რბილები, რომანტიკულები და კომფორტის მოყვარულები არიან. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, არ უყვართ აგრესია და კონფლიქტები.

წყარო:ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა