თეგებით ძიება

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

ჩვე­ნი ახა­ლი წლის მმარ­თვე­ლი - თეთ­რი მე­ტა­ლის ვირ­თხა მხო­ლოდ ცბი­ე­რი და სწრა­ფი კი არა, გამ­ჭრი­ა­ხი­ცაა. მას არ უყ­ვარს გეგ­მე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა. ზო­გის­თვის წლის და­სა­წყის­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა, ემო­ცი­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ახალ პი­რო­ბებ­თან შე­გუ­ე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.
იყა­ვით მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რე­ბი და მო­ი­ცი­ლეთ ილუ­ზი­ე­ბი - ეს დე­ვი­ზი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გა­მო­გად­გე­ბათ.

თეთ­რი ვირ­თხა ლი­დე­რი და წი­ნამ­ძღო­ლია. მას სურს გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და­ი­მორ­ჩი­ლოს. თუ ბრძნუ­ლად და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­იქ­ცე­ვით, კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი არ მოხ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, შრო­მა უპირ­ვე­ლე­სი უნდა გა­ი­ხა­დოთ, თუ გსურთ, წლის ჭირ­ვე­ულ მბრძა­ნე­ბელს ასი­ა­მოვ­ნოთ და ჯილ­დოც მი­ი­ღოთ. ნაკ­ლე­ბი ლა­პა­რა­კი და მეტი მუ­შა­ო­ბა. ასე მო­თაფ­ლავთ ჭკვი­ან, ინ­ტუ­ი­ცი­ა­გან­ვი­თა­რე­ბულ ვირ­თხას.

2020 წელს კარ­გი იქ­ნე­ბა ფუ­ლის და­ბან­დე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში, პრო­ექ­ტებ­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, სახ­ლის აშე­ნე­ბა, რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა. რო­გორ შევ­ხვდეთ წლის მმარ­თვე­ლი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას, რომ მთე­ლი წელი იღ­ბლი­ა­ნი გვქონ­დეს? რა თქმა უნდა, დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ინ­ტე­რი­ე­რი უნდა მორ­თოთ, მო­ამ­ზა­დოთ სა­ჩუქ­რე­ბი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით გა­ა­წყოთ სუფ­რა, მო­ა­წყოთ წვე­უ­ლე­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა. მე­ნი­უ­ში ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი და მსუ­ყე კერ­ძე­ბი უნდა გქონ­დეთ. შიმ­შილს თეთ­რი ვირ­თხა ვერ

აი­ტანს. სუფ­რა­ზე და­ა­ლა­გეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი - სას­მე­ლი, ხილი, ხორ­ცი - თევ­ზის, ფრინ­ვე­ლის, ღვე­ზე­ლე­ბი, პიცა და ხა­ჭა­პუ­რი, თხი­ლე­უ­ლი, შო­კო­ლა­დი, კოქ­ტე­ი­ლე­ბი, წვე­ნე­ბი და რა თქმა უნდა, ყვე­ლი.


თეთ­რი ვირ­თხას ღია ფე­რე­ბი უყ­ვარს, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი და ლა­მა­ზი ინ­ტე­რი­ე­რი. მას­თან შე­სახ­ვედ­რად თეთრ, ვერ­ცხლის­ფერ ან მშვი­დი ფე­რის სა­მოს­ში გა­მო­ე­წყვეთ. ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ზო­მი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ შავი ფერი. სა­სურ­ვე­ლია აკუ­რა­ტუ­ლად, სი­ლუ­ე­ტის გა­მოკ­ვე­თით ჩა­იც­ვათ.


აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან აირ­ჩი­ეთ მბრწყი­ნა­ვი ბრო­შე­ბი, გულ­საბ­ნე­ვე­ბი, თმის სა­მაგ­რე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ვერ­ცხლის­ფე­რი ქა­მა­რიც/ჰალ­ტუ­ხის კი გა­ი­კე­თოთ. მე­ტა­ლის ვირ­თხას მოს­წონს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბრწყი­ნავს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფერ­ცხლის­ფერ ფეხ­საც­მელს ჩა­იც­ვამთ.

ინ­ტე­რი­ერ­ში ვერ­ცხლის­ფე­რი ნაძ­ვის ხე დად­გით. სა­სურ­ვე­ლია, ბრო­ლის სა­თა­მა­შო­ე­ბით მორ­თოთ ან ნა­ტუ­რა­ლუ­რით, ვირ­თხას ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ლო­გი­უ­რი უყ­ვარს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო ინ­ტე­რი­ე­რის შე­საქ­მნე­ლად უხ­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ გვირ­გვი­ნე­ბი, პუ­ფე­ბი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სან­თლე­ბი, წვრილ-წვრი­ლი დე­კო­რის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. სუფ­რა ღია ფე­რის უნდა გქონ­დეთ, ჭურ­ჭე­ლი - ვერ­ცხლი­სა და ბრო­ლის, კლა­სი­კუ­რი სტი­ლის.

წყარო:astrologi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა