თეგებით ძიება

სად და ვის­თან ერ­თად შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას? - ვირ­თხას უყ­ვარს დიდი წვე­უ­ლე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი, მხი­ა­რუ­ლე­ბა,

ვირ­თხას უყ­ვარს დიდი წვე­უ­ლე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი, მხი­ა­რუ­ლე­ბა, გარ­თო­ბა. სა­სურ­ვე­ლია ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვდეთ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას, დი­ლამ­დე იცეკ­ვოთ, იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. ამას­თა­ნა­ვე, ვირ­თხას ქა­რაფ­შუ­ტა­სა და მფლან­გველს ვერ ვუ­წო­დებთ. რეს­ტო­რან­სა და სა­მე­ფო აპარ­ტა­მენ­ტებს, ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა აგა­რაკ­ზე ან მყუდ­რო ბი­ნა­ში ამ­ჯო­ბი­ნეთ. უფრო უკე­თე­სია, თუ ახალ წელს კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ე­გე­ბე­ბით, კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, ან ბუ­ნე­ბა­ში. ერთი სი­ტყვით, ად­გილს - სა­ხუ­რავ­ზე შეხ­ვდე­ბით ახალ წელს თუ ლიფ­ტში - დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მთა­ვა­რია იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. თა­ნაც, არც ბევ­რი ფუ­ლის ხარ­ჯვა არაა სა­ჭი­რო. მე­გობ­რებ­მა შე­გიძ­ლი­ათ ფული შეკ­რი­ბოთ და
ისე იმ­ხი­ა­რუ­ლოთ.

თუ ყვე­ლა პი­რო­ბას 31 დე­კემ­ბერს ვერ შე­ას­რუ­ლებთ, ნუ და­ღონ­დე­ბით, ვირ­თხა რე­ა­ლუ­რად 2020 წლის 25 თე­ბერ­ვალს შე­მობ­რძან­დე­ბა

რა სა­მო­სით შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის წელს?

ღია, მკვეთ­რი, მაგ­რამ არა მუქი, ნაც­რის­ფე­რი ფე­რის სა­მო­სი უნდა გეც­ვათ. მო­ე­რი­დეთ ვე­ფხვის პრინტს, ვირ­თხას ეს არ მო­ე­წო­ნე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ თა­გუ­ნას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გულ­საბ­ნე­ვი, ბრე­ლო­კი, ან ორ­ნა­მენ­ტი ჩაც­მუ­ლო­ბა­ში.

2020 წლის დი­ა­სახ­ლის საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბია: ნაც­რის­ფე­რი, თეთ­რი, ნეფ­რი­ტის­ფე­რი, ია­სამ­ნის­ფე­რი, ღია მწვა­ნე და შავი.

ნუ გა­მო­ე­წყო­ბით ბა­ი­კე­რი­ვით. უმ­ჯო­ბე­სია, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და დახ­ვე­წი­ლად გეც­ვათ. ფეხ­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და, რაც მთა­ვა­რია, თბი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­იც­ვით.

მან­დი­ლოს­ნე­ბი ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებთ მა­კი­ა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბას. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ტუშს; წი­თელ, ვარ­დის­ფერ ან სტა­ფი­ლოს­ფერ პო­მა­დის ფერს. ვარ­ცხნი­ლო­ბი­დან გა­ი­კე­თეთ "კუდი" ან გა­ის­წო­რეთ თმა, რთულ ვარ­ცხნი­ლო­ბებს არ გირ­ჩევთ.

წყარო:astrologi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა