X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
კარმის და აურის დაბინძურების სამი, ერთი შეხედვით, უწყინარი მიზეზი
  • კარმის და აურის დაბინძურების სამი, ერთი შეხედვით, უწყინარი მიზეზი

    ასტროლოგიაში ჩახედულმა ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ არსებობს კარმა და კარმის კანონები, რომლის მიხედვითაც სამყარო კანონზომიერების პრინციპს ემყარება და ყველაფერი ის რაც ჩვენშია, ანარეკლს ჰპოვებს სამყაროში. შესაბამისად, ნებისმიერი ჩვენი ქმედება და საქციელი, ასახვას ჰპოვებს სამყაროში და კოსმოსი ყოველთვის გვპასუხობს ჩადენილის ადეკვატურად. დღეს იმაზე მინდა გესაუბროთ, თუ რა გავლენას ახდენს სიტყვები ჩვენი კარმული გზის განვითარებაზე.

    არსებობს სამი ყველაზე ძლიერი ანტიენერგეტიკული არხი, რომლითაც ადამიანი ყველაზე მეტად იბინძურებს საკუთარ აურას.

    ტყუილი - ტყუილის ორი ფორმა არსებობს, თავდაცვითი და ინსტინქტური. ორივე შემთხვევაში აქტიურდება გარკვეული
    სახის ენერგეტიკა "თამასი", რომელიც თავის მხრივ ადამიანს უბიძგებს იცხოვროს ილუზორულ (გამოგონილ) სამყაროში, რაც თავის მხრივ ააქტიურებს ქაოსს თავად ამ ინდივიდისვე გარშემო. ხშირად გინახავთ ალბათ ერთი შეხედვით ლამაზი, წარმატებული და მარტოსული ადამიანი. ეს ზუსტად ზემოხსენებული ენერგია "თამასის" დამსახურებაა. ჩვენ თავად ვაშენებთ გაურკვევლობის კედლებს გარშემო და ტყუილი, რომელსაც ყოველდღე თითქოსდა უმნიშვნელო საჭიროებისას ვიყენებთ, ადამიანებში ჩვენ მიმართ გარკვეულ ბარიერს იწვევს.

    ჭორაობა - დროის გასაყვანად ამბების გაზიარება და გამოგონილ-შელამაზებული ისტორიები ადამიანის აურას აბინძურებს და ასუსტებს. ეს ყველაფერი კი აფერხებს ინტუიციას. თუკი თქვენ თავს დაანებებთ ამაო ლაქლაქს და ჭორაობას მალე შეამჩნევთ, რომ ნათელხილვის უნარი გაგეხსნებათ, ინტუიციით გაიაზრებთ ბევრ მოვლენას, რითაც საშუალება მოგეცემათ წინასწარ დააკორექტიროთ თქვენი ბედი.

    ბილწსიტყვაობა - კარმის კანონის მიხედვით ადამიანი, რომელიც ხშირად ბილწსიტყვაობს ნებაყოფლობით აფურთხებს ზეცას. ამიტომ იგი საკუთარ გზაზე იზიდავს აგრესიას და ბილწსიტყვაობას ასევე. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ რატომ ლაგდება თქვენი ცხოვრება ისე, რომ დაუმსახურებელ ბრალდებებს გიყენებენ ან გავალდებულებენ აიტანოთ აგრესია.

    წყარო:astrologi.ge
    153 ნახვა
    Загрузка...
    30-10-2019, 06:17
    Загрузка...