იოგურტის ცივი წვნიანი
ინგრედიენტები:
კიტრი - 200 გ
ბერძნული იოგურტი - 200 გ
ნიგვზის ზეთი - 20 გ
პიტნა - 20 გ
ლიმონი - 100 გ
მარილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები:
გარეცხეთ და გაფცქვენით კიტრი, დაჭერით მსხვილად და მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში.
დაუმატეთ იოგურტი, პიტნა, ლიმონის წვენი და ნიგვზის ზეთი.
ათქვიფეთ ყველაფერი ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ მარილი და პილპილი, გააცივეთ სუფრასთან მიტანამდე.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:gemrielia.ge