X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები
  • ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები

    რა გაეწყობა, ესე იგი, ბედი არ ყოფილა.

    ვერძი

    გინდათ პატარ თამაში (თქვენ გარბიხართ, სხვა მოგდევთ და გეწევათ), მწველი ვნება? კურო აუცილებლად მოგცემთ ამის საშუალებას, მაგრამ საკმარისია, მასთან დაშორება გადაწყვიტოთ და ის საოცარ ისტერიკას მოაწყობს, ისეთს, მოგორსაც ვერასდროს დაივიწყებთ.

    კურო

    კურო სერიოზულად აღიქვამს ძალიან ბევრ რამეს, რაც მაგალითად, მშვილდოსნისთვის სრულიად გაუგებარია. მისი სულერთია დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ კუროს აცოფებს. ვერც ერთი კურო ვერ შეაჩერებს წასასვლელად გამზადებულ მშვილდოსანს.

    ტყუპები

    «რამე გააკეთე!» – ამ ფრაზას ძალიან ხშირად იტყვით, თუ
    თქვენს ცხოვრებას თხის რქას დაუკავშირებთ. ქვეყნად ყველაზე ძალიან რასაც ვერ იტანთ, ეს არის მოწყენილობა. თხის რქასთან კი ის თქვენი თანამგზავრი გახდება.

    კირჩხიბი

    ყველაფერი, რაც გსურთ, ეს არის: ცოტა სიმშვიდე და უსაფრთხოების განცდა. ასევე, მხარდაჭერა, რაც მერწყულის აზრით ძალიან ბევრია. მერწყული გიჟდება თავისუფლებაზე, გართობაზე. როდესაც გვერდით დგომა გჭირდებათ, მისი იმედი ნუ გექნებათ. საბოლოოდ ჯობს იყოთ მარტო, ვიდრე მის გვერდით.

    ლომი

    ლომებს მოსწონთ, როდესაც გარშემორტყმულები არიან ყურადღებიანი ადამიანებით. თუ მორიელთან გადაწყვეტთ ურთიერთობის აწყობას, მაშინ ეს უკანასკნელი მალევე «დაგანარცხებთ» მიწაზე, რადგან მისი სურვილი, რომ მთლიანად მას ეკუთვნოდეთ, ჭკუიდან შეგშლით.

    ქალწული

    თუ არის რამე, რაც ქალწულს გულწრფელად სძულს, ესაა კატა-თაგვობანას თამაში, ხოლო აი, მშვილდოსანი კი ამაზე გიჟდება. ძალიან გამაღიზიანებელია მისი სულერთია დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.

    სასწორი

    მათ უყვართ ჰარმონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც მათ სურთ. მაგალითად, ქალწულის სურვილი, ყველგან და ყველაფერში იყოს პირველი, თქვენ ჭკუიდან გადაგიყვანთ.

    მორიელი

    მორიელისა და ვერძის ურთიერთობაში დიდი წილი ქიმიაა, ის მიზიდულობა, რაც მათ ერთმანეთისთვის არცთუ ისე კარგი სახით წარადგენს, რადგან ორივეს მხოლოდ საკუთარი სურვილები ადარდებს.
    ვერძს სურს, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც მას სურს, ეს კი არ მოსწონს მორიელს. იქ, სადაც არ არის კომპრომისის ადგილი, სჯობს რომელიმემ დაშორების გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსანი და კურო - ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია. მათ პრაქტიკულად არაფერი აქვთ საერთო. კურო ფრთხილია. თან კუროს არ უყვარს ცვლილება. ხოლო მშვილდოსანს სჭირდება მუდმივი სიახლე.

    თხის რქა


    საბედნიეროდ, თქვენ არ გემუქრებათ მყარი ურთიერთობები ლომთან. მაშინვე გააცნობიერებთ, რამდენად განსხვავებულები ხართ. თქვენ ხართ ერთგული, არასტანდარტული აზროვნებით. ლომი კიდევ ძალიან ჩაციკლულია საკუთარ თავზე.

    მერწყული

    მერწყული და კირჩხიბი იმდენად ვერ ეწყობიან ერთმანეთს, რომ ამაზე შეიძლება ილაპარაკო დაუსრულებლად. თქვენი აზრით, კირჩხიბი ძალიან ემოციური და ეგოცენტრიკია. და ვერ იღებთ იმ გაგებას, რაც ასე გჭირდებათ.

    თევზები


    სასწორი – საკმაოდ მომხიბვლელია, მაგრამ ხანდახან გაურკვეველია, რა აკავშირებს მათ. ამ ზოდიაქოს ადამიანს ადვილად შეუძლია გული ატკინოს თევზს. თან ისე, რომ ვერც გააცნობიეროს ეს. ნუ მისცემთ შანსს, ის არასდროს შეიცვლება…


    წყარო:trend.ge
    3 785 ნახვა
    Загрузка...
    7-11-2019, 08:34
    Загрузка...