თეგებით ძიება

ღუმელში გამომცხვარი აჯაფსანდალი ჭვიშტარზე - ცნობილი კერძის საინტერესო ვარიაცია

ინგრედიენტები

აჯაფსანდალისთვის:
ბადრიჯანი - 1 კგ
ბულგარული წიწაკა - 750 გ
ხახვი - 200 გ
პომიდორი - 250 გ
ტომატპასტა - 50 გ
მარილი - გემოვნებით
მწვანე წიწაკა, ცხარე - 1 ცალი
ნიორი - 1 კბილი
ზეთი - 100 მლ
აჯიკა - 10 გ
ქინძი - 50 გ
რეჰანი - 10 გ
ჭვიშტარისთვის:
სიმინდის ფქვილი - 200 გ
კვერცხი - 2 ცალი
არაჟანი - 200 გ
მანის ბურღული - 100 გ
ყველის ასორტი - (სულუგუნი და იმერული) 400 გ
გამაფხვიერებელი - 10 გ
ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები

თავდაპირველად მოამზადეთ აჯაფსანდალი: ბადრიჯანი და ტკბილი წიწაკა დაჭერით მსხვილ კუბიკებად და შეწვით ზეთში.
ხახვი და პომიდორი დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ცალკე ტაფაში. შეურიეთ ორივე მოხრაკული მასა, დაუმატეთ ტომატპასტა და თუშეთ 5 წუთი.
ბოლოს დაუმატეთ მწვანილი, აჯიკა და ნიორი. თუშეთ კიდევ 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე.
ახლა შეუდექით ჭვიშტარის მომზადებას: სიმინდის ფქვილში დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, გახეხილი ყველის ნარევი, მანის ბურღული და გამაფხვიერებელი. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ, მიეცით 3-4 სმ სისქის ფორმები და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
პატარა ლითონის ფირფიტაზე მოათავსეთ ჭვიშტარები, ზემოდან გაანაწილეთ აჯაფსანდალი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-10 წუთით.
სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ სასურველი დაჭრილი მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!

წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა