შოკოლადისა და ვანილის ჩიზქეიქი
ინგრედიენტები
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 200 გ
გამდნარი კარაქი - 80 გ
შოკოლადი - 100 გ
კრემ-ყველი (cream cheese) - 500 გ
არაჟანი - 200 გ
ჟელატინი - 2 ს.კ
ვანილი
შაქარი - 3/4 ჭიქა
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს დაფხვნილი ნამცხვარი და კარაქი. შემდეგ ჩატკეპნეთ 20 სმ დიამეტრის ფორმის ძირში.
ათქვიფეთ შაქარი, ვანილი, არაჟანი და კრემ-ყველი მიქსერით. ჟელატინი გახსენით 1/4 ჭიქა ცხელ წყალში, ბოლომდე გაადნეთ და შეათქვიფეთ კრემს. შოკოლადი გაადნეთ და გააგრილეთ. ნახევარი კრემი გადაიტანეთ ფორმაში. დარჩენილ ნახევარს შეურიეთ შოკოლადი და დაასხით ფორმაში. შემდეგ კოვზით ფრთხილად ამოურიეთ, ისე რომ ორივე ფერის კრემი შეერიოს ერთმანეთს. შედგით მაცივარში მინიმუმ სამი საათი. გამაგრების შემდეგ მორთეთ შოკოლადის ბურბუშელით.
წყარო:gemrielia.ge