გასინჯეთ ხაჭოსა და მანანის ბურღულის დესერტი! გემრიელი და მარტივი დესერტი...
დაგჭირდებათ:
• 500 გრ. ხაჭო
• 2-3 ც. კვერცხი
• 3 ს. კ მანანის ბურღული
• 3 ს. კ შაქარი
• 15 გრ. გამაფხვიერებელი
• 1 ჩ. კ ვანილის შაქარი
მომზადება:
1. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან. ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად მანამ, სანამ არ მიიღებთ თეთრ, ფუმფულა მასას.
2. გადაურიეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი ერთმანეთს და ნელ-ნელა შეურიეთ მას გათქვეფილი ცილა. დაასვენეთ 10-15 წუთით.
3. მოათავსეთ ცომი ცხიმწასმულ საცხობ ჭურჭელში და აცხვეთ 180 გრადუს ცელსიუსზე 45 წუთის განმავლობაში.