თეგებით ძიება

გამოაცხვე ბლინები რძისა და ცხიმის გარეშე. რაც მთავარია, არ იხევა!

ბლინების იდეალურ რეცეპტს გასწავლით. მაიონეზით მომზადებული უფრო რბილი და გემრიელი გამოდის და რაც მთავარია არ იხევა.

ასეთი ბლინები დიდხანს ინახება მაცივარში და არ კარგავს პირვანდელ ფორმას და გემოს.

მაიონეზიანი ბლინები
ასეთი ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ ჯემით, თაფლით, მურაბით. თუ არ გიყვართ ტკბილი, გულსართად გამოიყენეთ ხორცი, სოკო, ხაჭო.

შემადგენლობა:
0.5 ლიტრი თბილი წყალი
9 ს/კ. ფქვილი
2 ს/კ. მაიონეზი
2 კვერცხი
2 ს/კ. შაქარი
15 გ ვანილის შაქარი
2 ს/კ. მცენარეული ზეთი
მწიკვი მარილი

მომზადება
ათქვიფეთ მაიონეზი, კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილის შაქარი.
დაამატეთ თბილი წყალი და გაცრილი ფქვილი, ათქვიფეთ, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას, დაამატეთ ზეთი და 20 წუთით დაასვენეთ ცომი.


მხოლოდ ერთხელ, დასაწყისში წაუსვით ტაფას ცხიმი და ცეცხლზე დადგით.

დაასხით ცოტა ცომი,გადაანაწილეთ ტაფაზე და ორივე მხარეს გამოაცხეთ საშუალო ცეცხლზე ისე, რომ არ დაიწვას.


თბილი ბლინები მიირთვით რითიც გსურთ. სცადეთ და დარწმუნდებით, რომ მაიონეზიანი ბლინები ნამდვილად სრულყოფილია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა