11 მარტის ასტროლოგური პროგნოზი
ვერძი. თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ. ყველას და ყველაფერს უფრო მარტივად შეხედეთ. არა უშავს თუ ისე არ გამოვიდა, როგორც გინდოდათ. შეეცადეთ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება და ნუ დასვამთ კითხვებს: რატომ? რისთვის? გათავისუფდით სინდისის ქენჯნისგან.
კურო. თქვენ გრძნობთ რომ სწრაფად გარბის დრო. მოგეჩვენებათ, რომ საათის ისრებმა ჩვეულზე უფრო სწრაფად დაიწყეს ტრიალი. ამიტომაც დღეს ვერაფერს მოასწრებთ, თუმცა ძალიან კი შეეცდებით.
ტყუპები. დღევანდელი დღე წარმატებას მოგიტანთ სასიყვარულო საქმეებში, განსაკუთრებით კი მანდილოსან ტყუპებს. შესაძლებელია სწორედ დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც მომავალში სერიოზულ ურთიერთობას დაამყარებთ. მამაკაც ტყუპებს საკუთარი კეთილდღეობის გაუჯობესებისა და ავტორიტეტის ამაღლების შანსი მოგეცემათ. კარგი დროა სახლის რემონტისათვის.
კირჩხიბი. ნურავის მისცემთ უფლებას საკუთარ გეგმებს მოგწყვიტონ. არ გინდათ დრამატიზება, ყველაფერი ცუდად მხოლოდ გეჩვენებათ. იყავით მეგობრული და მეტი დრო დაუთმეთ მეორე ნახევარს.
ლომი. დღეს ყველა სფეროში გაგიმართლებთ. მაგრამ საქმიან სფეროში არ ღირს დიდი აქტივობის გამოჩენა. ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ და აწონ-დაწონეთ. საღამოს შეეცადეთ განმარტოვდეთ. გაიხსენეთ წარსული, დაფიქრდით მომავალზე და თქვენ ბევრ რამეზე იპოვით პასუხებს.
ქალწული. დღევანდელი დღე ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. არ გაწყენდათ სპორტით დაკავება ან ბასეინზე ცურვა. მიმართეთ თქვენი პოტენციალი პრობლემების მოგვარებაზე. მიმდინარე საქმეები არც ისე რთული აღმოჩნდება.
სასწორი. ამ დღეს თქვენ შეძლებთ შეურიგდეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც დიდი ხანია ნაჩხუბარი ხართ. გამოიყენეთ ეს შანსი. დღეს ძალიან მარტივი იქნება თქვენი მოტყუება ან გაძარცვა - ფრთხილად იყავით. ასევე ერიდეთ საჭესთან დაჯდომას, მოსალოდნელია ავტო-საგზაო შემთხვევა. საღამოს სახლში დარჩით და განმარტოვდით.
მორიელი. სავარაუდოდ თქვენ გელით სტაბილური და მყარი კავშირები პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. ბევრი საქმე და პროექტი იქნება პრიორიტეტული ამ ნიშნის მრავალი წარმომადგენლისათვის. დროთა განმავლობაში უფრო წარმატებული ფინანსური პერიოდი დაიწყება. არ ღირს ფულის ინვესტირება ახალ საქმეში. სიყვარულში შეეცადეთ შეინარჩუნოთ ის ადამიანი, რომელიც უკვე გყავთ, რადგანაც ახალი გატაცება მას დაგაკარგვინებთ.
მშვილდოსანი. ამ ნიშნის ყველა წარმომადგენლისთვის მოდუნების დროა. თუ მთელი დღეების განმავლობაში შრომობთ, შეეცადეთ გამონახოთ დრო სიზარმაცისთვის. წამოწექით დივანზე და წაიკითხეთ წიგნი ან უყურეთ ტელევიზორს.
თხის რქა. სტაბილური ემოციური ფონი ხელს შეუწყობს კარგ განწყობასა და ამაღლებულ შრომისუნარიანობას. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთგაგების მისაღწევად ყურადღებით იყავით, გამოიჩინეთ დიპლომატია და მოთმინების უნარი. საკვები პროდუქტები დაკვირვებით აარჩიეთ, რადგან მოსალოდნელია მოწამვლა.
მერწყული. კარგი დღეა სახვადასხვაგვარი წამოწყებებისათვის. შემოქმედებითი გეგმების განხორციელებას სრულად შეძლებთ. სხეული გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება, ამიტომაც ფიზიკური დატვირთვა ხელს შეგიწყობთ სულიერი წონასწორობის აღდგენაში. რომანტიკული შეხვედრა წარმატებულად ჩაივლის, სექსი კი თქვენზე გამაჯანსარებელ ეფექტს მოახდენს.
თევზები. არახელსაყრელი დღე გელით. შეეცადეთ გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ძველი დაავადების გამწვავება. არ ღირს ფულის გასესხება. სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის, რათა აიმაღლოთ იმუნიტეტი და აღიდგინოთ ნერვული სისტემა.