როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები კარანტინის დროს
ვერძი
ვერძი კარანტინს ამაყად და ვაჟკაცურად გადაიტანს. სპორტული ინვენტარი თუ არ მოუმარაგებია, სართულებზე ზემოთ-ქვემოთ სირბილით მაინც ივარჯიშებს. და ნამდვილად ვერავინ შეამჩნევს, რომ გულის სიღრმეში ეშინია. უფულოდ ნამდვილად არ დარჩება. მეტიც - შესაძლოა არა მხოლოდ შეინარჩუნოს ფინანსური მდგომარეობა, არამედ მის გაუმჯობესებაზეც იზრუნოს.
კურო
კურო კარანტინში დაუყოვნებლივ დაიწყებს ხელმომჭირნეობას. ოღონდ ეს საკვებს არ ეხება. კურო ამ მხრივ თავს არ დაიჩაგრავს. შეიძლება, სახლში პროდუქტის დიდი მარაგიც ჰქონდეს, რომელიც ჯერ კიდევ კარანტინის დაწყებამდე მოაგროვა. არც ისაა გამორიცხული, „ფულით სავსე მუთაქაც“ უდევს სახლში და მძიმე პერიოდის განმავლობაში ამ მუთაქაზე წამოწოლილი „იდარდებს“ იმაზე, თუ რა გვეშველება.
ტყუპები
ტყუპებს ყველაზე პირველს ეცოდინება ნებისმიერი უახლესი ინფორმაცია, რაც კი კარანტინს და ვირუსის გავრცელებას უკავშირდება. იზრდება როგორც მათი სოციალური აქტიურობა, ასევე ახალი თანამოაზრეების რიცხვი - ახლა ეს მათი ცხოვრების მთავარი მოტივაციაა.
კირჩხიბი
კირჩხიბი, შეიძლება, „იატაკქვეშ“ წავიდეს. იტყვის: როგორც იქნა, დაიწყო ეს კარანტინი! რა ხანია, ველოდი!
შეიძლება კარგი კონსულტაციაც გაგიწიოთ თემაზე: „რა უნდა გააკეთო, როცა ირგვლივ პანიკაა“.
ლომი
ლომი იპოვის ხერხს, როგორ დარჩეს ზედაპირზე და პანიკის ტალღამ არ ჩაითრიოს. ეს შესანიშნავი საშუალებაა მისთვის, თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს და ამით აუცილებლად ისარგებლებს. ყველაფერი დანარჩენი კი ლომის მასშტაბისთვის წვრილმანია.
ქალწული
ქალწული კარანტინს მშვენივრად გამოიყენებს. ეს მისთვის კარგი საშუალებაა, ყურადღება მიაქციოს თავის საყვარელ წვრილმანებს, ყველაფერი აკურატულად დააწყოს და სანატრელი წესრიგი დაამყაროს. ქალწული ძალიან რაციონალური, პრაქტიკული და ეკონომიურია, ამიტომ მას კრიზისის გადატანა არ გაუჭირდება.
სასწორი
სასწორი არც მიაქცევს ყურადღებას კარანტინს, ჩამოტვირთავს თავის ტელეფონში Tinder-ის - აპლიკაციას რომანტიკული ნაცნობობისთვის და დაკავდება თავისი საყვარელი საქმით - საკუთარი ცხოვრებით. ის არ იწუწუნებს კრიზისზე, პირიქით - იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო და იმუშაო ასეთ რთულ პერიოდში.
მორიელი
„აუ, რა დროს ეს იყო“ - ასეთი რეაქცია ექნება მორიელს კარანტინზე და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას. მისთვის კრიზისი ხომ ნაცნობი სიტუაციაა, არაფერი განსაკუთრებული. ასეთი განწყობა მორიელს ნებისმიერი პრობლემის გადალახვაში ეხმარება.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს კარანტინის გაძლება დანარჩენებზე მეტად უჭირს. მას მოძრაობა და აქტიურობა ჰაერივით სჭირდება. კარანტინის დროს ისღა დარჩენია, ვიდეო-ზარი მოაწყოს მეგობრებში. ისიც მოსალოდნელია, რომ კარანტინში მშვილდოსანი ახალი უცხო ენის შესწავლას შეუდგეს - ოდესმე ხომ დადგება მოგზაურობის დრო.
თხის რქა
თხის რქა კარანტინში თავის ანალიტიკურ ჭკუას მაქსიმალურად გამოიყენებს. გააანალიზებს განვითარებულ მოვლენებს, მომხდარ ფაქტებს და კრიზისიდან გამოსვლის გეგმასაც შეიმუშავებს.
მოცემულ ვითარებაში მას თვითორგანიზების უნარი და მოწესრიგებულობა დაეხმარება
მერწყული
მერწყული დაუყოვნებლივ დაიწყებს მოქმედებას ქვეყნის გადასარჩენად.
შეაგროვებს ჯგუფს კარანტინის დროს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც უჭირთ.
ის ყველაზე ადრე გადავა ონლაინ რეჟიმზე და ყველაზე უკეთ ადაპტირდება დისტანციურ მუშაობაზე.
თევზები
თევზები ყველაზე გვიან გაიაზრებს, რომ ირგვლივ კარანტინია. ის ხომ თავის სამყაროში ცხოვრობს, სადაც ყოველთვის ყველაფერი მშვენივრად არის და რაც ირგვლივ ხდება, დიდად არ აინტერესებს. როცა გამოერკვევა, ეცდება, ემოციურად დაეყრდნოს მას, ვისაც სიტუაცია კონტროლის ქვეშ აქვს. ან ცოტა ხანს „გარდაიცვლება“ და ხელსაყრელი პირობების დადგომასთან ერთად ანუ კრიზისის დამთავრებისთანავე „აღდგება“.
წყარო:newposts.ge