თეგებით ძიება

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დაძაბული დღე გელით. ფრთხილად იყავით, - მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ტრავმის მიღება.

კურო. ერთ-ერთი ყველაზე კარგი დღეა სახლში განლაგების შესაცვლელად ან საკუთარი გარდერობის განსაახლებლად. სამსახურში არასასიამოვნო საუბარი გელით ხელმძღვანელებთან, მაგრამ შეეცადეთ წესიერების ფარგლებს არ გასცეთ და არ აუწიოთ ხმას. თუ ამ დღეს ახალ პროექტს შემოგთავაზებენ, სანამ დათანმხდებით ყველაფერი კარგად აწონდაწონეთ. შეეცადეთ ამ დღეს არ დაკარგოთ წონასწორობა და ერიდეთ ალკოჰოლს.

ტყუპები. ხელსაყრელი დღე გელით შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ ტყუპებს. შეგიძლიათ დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომელიც ღირეულად დაგიფასდებათ. მოსალდონელია სასიამოვნო მიწვევა მიღება, რაზეც დათანხმება ღირს. ის გპირდებათ ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ურთიერთობებისგან სიამოვნების მნიჭებას და ახალი მეგობრების შეძენას. ამ დღეს გაბედულად შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან განახორციელოთ შენაძენი, რაც ძალიან მომგაბიანი აღმოჩნდება.

კირჩხიბი. პირად ცხოვრებაში მთელი სიმძმით დაგაწვებათ მხრებზე პრობლემები. მართებულ პასუხებს ადვილად იპოვით თუ ერთად დარჩებით საყვარელ ადამიანთან. თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი ხარჯებისაგან. ფანანსური საქმეები არც ისე კარგად წარიმართება. ისწავლეთ ეკონომია.

ლომი. კვლავ ფინანსური სირთულეები გელით. ფულის მიღება, რომლის იმედიც გქონდათ, სამწუხაროდ შეფერხდება. ამიტომ მომავალზე დაფიქრება გმართებთ. ნუ გადაყრით იქ ფულს, სადაც ეკონომიის გაკეთება შეიძლება.

ქალწული. შეეცადეთ ყველა საქმე გადადოთ და კარგად დაისვენოთ. ფიზიკური დატვირთვა ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ შეიძლება წინასწარ დაგეგმილ საქმეში ხელი შეგიშალოთ. უახლოეს მომავალში არასასიამოვნო ამბავს შეიტყობთ.

სასწორი. მოსალოდნელია კონფლიქტი სამსახურში, მაგრამ თუ ემოციების გაკონტროლებას შეძლებთ, ყველაფერი მოგვარდება. უარი თქვით მაღაზიებში სიარულზე. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ და უამრავ ფულს დახარჯავთ არასაჭირო ნივთებში. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი აგტკივდეთ და წნევამ აგიწიოთ. საღამო სახლში გაატარეთ.

მორიელი. კარგი იქნება თუ მშვიდ და ზომიერ ცხოვრების წესს შეინარჩუნებთ. ტყუილად ნუ ინერვიულებთ, წვრილმანებზე ნუ მოცდებით და დღე მშვიდად ჩაივლის. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ძველი კი აუცილებლად დაასრულეთ. უმჯობესია უარი თქვათ შეხვედრებსა და სეირნობაზე. საღამოს განმარტოვდით.

მშვილდოსანი. ეს დღე საკუთარი გეგმების რეალიზების შესაძლებლობებს მოგცემთ. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანის გაცნობა, რაც მომავალში შეიძლება რომანში გადაიზარდოს. შეეცადეთ არ მოცდეთ მეორეხარიხოვან დეტალებზე და არ დაკარგოთ დრო არაფრისმომტან საუბრებზე. უმჯობესია კონცენტრირება მოახდინოთ საკუთარ შინაგან სამყაროზე და უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში.

თხის რქა. ხელსაყრელი დღეა. ზოგიერთ თქვენგანს ბედი გაუღიმებს და მომგაბიანი ლატარიის ბილეთის მფლობელი გახდება. ამ დღეს გაბედულად შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე ან წახვიდეთ სამოგზაუროდ. ერიდეთ კამათს მეზობლებთან ან ნათესავებთან. კარგი იქნება თუ ბავშვებთან ერთად ისეირნებთ, წიგნს წაიკითხავთ ან კარგ მუსიკას მოუსმენთ.

მერწყული. სწორედ დღეს შეძლებთ წარმატებული კომერციული ოპერციის განხორციელებას. მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაციის მიღება, რაც ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას და შეიძება ძირფესვიანადაც კი შეცვალოს თქვენი მიმდინარე მდგომარეობა. შეეცადეთ ხაზი გაუსვათ თქვენს გეგმებს, საქმეებს, შეთანხმებებს. პირად ცხოვრებაში წვრილმანი უსიამოვნებები გელით, რაც იმისგან იქნება გამოწვეული, რომ პარტნიორი თქვენს მოსაზრებას არ გაიზიარებს.

თევზები. თქვენ შეგიძლიათ მეტი ხარჯოთ ვიდრე გამოიმუშავებთ. მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება. ვარსკვლავები მინიშნებას გიკეთებენ სასიამოვნო სიურპრიზზე: ხელფასის ზრდაზე, ძველი მივიწყებული სესხის დაბრუნებაზე ან ახალი საინტერესო საქმიანი წინადადების შემოთავაზებაზე. ერთი სიტყვით, საინტერესო პერსპექტივები გელით, ოღონდ ნუ დაჯდებით გულხელდაკრეფილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა