ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ყველას ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის - მომდევნო 18 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
5 მაისს მთვარის კარმული კვანძები (მას რახუ-ქეთუსაც ეძახიან), აღმავალი-დაღმავალი, მდებარეობას იცვლიან და ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე განლადგებიან, სადაც 2022 წლის 18 ნოემბრამდე დარჩებიან. რახუ-ქეთუ არ არიან პლანეტები, ისინი ფიქტიური წერტილები არიან, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ჩვენს ცხოვრებაზე და ახლაც გვინდა თუ არა, ყურადღების ფოკუსი უნდა მივაპყროთ ტყუპი-მშვილდოსნის თემებს.
5 მაისამდე კარმული კვანძები იყვნენ განლაგებულები კარდინალური ნიშნების კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე. ახლა გადასვლა ხდება მუტაბელურ (ცვალებადი) ნიშნებზე. ტყუპი-მშვილდოსნი პასუხისმგებელია გადაადგილებაზე, კონტაქტურობაზე, კომუნკაციაზე, სწავლაზე, საზღვრების გაფართოებაზე. უნდა შევძლოთ სწრაფად და დიპლომატიურად ადაპტირება ახალ გარემოში. გააქტიურდება ემიგრაციის, სწავლის, სამეცნიერო, ლიტერატურული საკითხები. შეიცვლება სამყაროს ცხოვრება, ნუ გაჯიუტდებით და ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს, ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან. ცოტა გაუჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც შეჩვეულები არიან წესებს, ვინც წარსულსაა ჩაჭიდებული და არ სურს განვითარება, სიახლეებთან შეგუება და წარსულთან დამშვიდობება. ჩვენ აზროვნების ერთი ფორმიდან მეორეზე უნდა გადავიდეთ.
ცვლილებებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტყუპი და მშვილდოსანი იგრძნობენ. იმისათვის, რომ უკეთ მიხვდეთ რა ცვლილებებზეა საუბარი და რა მოგეთხოვებათ, გაიხსენეთ პერიოდი 2001 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის აპრილამდე, ტყუპი-მშვილდოსნის აღმავალი-დაღმავალი მაშინაც ამ პოზიციაში იმყოფებოდა. აუცილებელი არაა ყველაფერი იდენტურად განმეორდეს, მაგრამ სფეროებისადმი ყურადღება გამახვილებული იქნება. ახლა კი ვნახოთ, რა გელით ზოდიაქის ნიშნის მიხედვით:
ვერძი
თქვენთვის აქტიურდება თემები: ინფორმაცია, დოკუმენტები, სწავლა, მიმოსვლა (მივლინება). კარგია ახალი ცოდნის მიღება, ჩაეწერეთ ახალ კურსებზე (უცხო ენები, კომპიუტერული ტექნოლოგიები). შეიძლება ახალი მეგობრები, მეზობლები გაიჩინოთ. გახშირდება კონტაქტები და-ძმებთან. აქტუალური გახდება პირადი ტრანსპორტის თემები. შეიძლება შეიძინოთ ახალი ავტომობილი ან აიღოთ მართვის მოწმობა. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობა ან საზღვარგარეთ გაემგზავროს სამუშაოდ.
კურო
უნდა გადახედოთ ფინანსებსა და ღირებულებებს. მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი, თქვენი ცოდნა და გამოცდილება. გექნებათ სიტუაციები, როცა დარწმუნდებით, რომ უფრო მეტი ღირხართ, ვიდრე გეგონათ. თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა კავშირში, შეიძლება თქვენი საქმე, ხელობა უფრო მეტად დააფასოთ, გააძვიროთ მომსახურება. თუ დაქირავებული თანამშრომელი ხართ, შეგიძლიათ ხელფასის მომატება მოითხოვოთ. თუ აქამდე ფინანსურად დამოუკიდებელი არ იყავით, ახლა მოგეცემათ შანსი. შეიძლება ფული მიიღოთ მეუღლისგანაც, მშობლებისგან, ნათესავებისგან. ამ პერიოდში დააბრუნებთ ვალებსაც. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დროზე ადრე დახუროთ კრედიტი. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა.
ტყუპი
ტრანსფორმაცია და ცვლილება გელით ცხოვრების ყველა სფეროში (საქმიანობა, საცხოვრებელი, ურთიერთობები). თამამი და მზად ხართ ცვლილებებისთვის. გადააფასეთ ის სიტუაციები, რაც ახლა გაქვთ. თუ არსებული პარტნიორული ურთიერთობა არ გაკმაყოფილებთ, დროა დაფიქრდეთ, რას გაძლევთ ის, რა უნდა შეცვალოთ, რისკენ უნდა განვითარდეთ. და შეიძლება ან კარდინალური ცვლილება დაგჭირდეთ ურთიერთობის გადასარჩენად, ან დაშორდეთ ადამიანს. თუ პარტნიორი არ გყავთ, ამ პერიოდში აუცილებლად გამოგიჩნდებათ. კარგ შედეგს მოგიტანთ გარეგნობის, იმიჯის შეცვლა. საერთოდ, ეცადეთ, საზოგადოებას თქვენი თავი საუკეთესოდ წარუდგინოთ.
კირჩხიბი
მეტად მოგინდებათ სიმშვიდე, განმარტოება, საკუთარ თავში გარკვევა. დრო უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს, გაიცნოთ თქვენი შინაგანი სამყარო. მოგინდებათ განვითარდეთ სულიერად და საშუალება მოგეცემათ შეისწავლოთ ენერგეტიკული პრაქტიკები, რეიკი, ციგუნი, ასტროლოგია. აგრეთვე, ცვლილებები დაკავშირებული იქნება ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, მაგრამ ტრადიციულ მკურნალობას კი არა რეტრიტს, სანატორიუმს, კუნძულს ან მეგაპოლისიდან მოშორებულ დასასვენებელ სახლს ან განმარტოებულ ადგილს ამჯობინებთ. მომდევნო 18 თვის განმავლობაში სიმშვიდე და განმარტოება თქვენთვის უმნიშვნელოვანესი გახდება. ზოგიერთი მუშაობასაც დისტანციურად შეძლებს - ცალკე კაბინეტში ან სახლიდან. ან შეიძლება შეგეცვალოთ მუშაობის გრაფიკი ან სამსახური. ზოგიერთი შინაური ცხოველის ყიდვას გადაწყვეტს. ზოგიერთი კი მიზნად დაისახავს გათავისუფლდეს მავნე ჩვევებისგან და დაიწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე, სულიერი სიმშვიდის მოპოვებასა და მის შენარჩუნებაზე.
ლომი
მოიმატებს თქვენი პოპულარულობა, მეტად უნდა გააქტიურდეთ სოციალურად. ამ 18 თვის განმავლობაში თქვენ მიიღებთ ჯილდოს წარსულში შესრულებული საქმეებისთვის. შეიძლება დაწინაურდეთ, მიიღოთ ფულადი პრემია. მოიპოვებთ წარმატებას, ზოგიერთმა შეიძლება კონკურსებშიც მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს. მოიმატებს თქვენი პოპულარობა იმ ჯგუფში, სადაც ტრიალებთ ან სოციალურ ქსელებში. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, გაწევრდებით ახალ ჯგუფებში. შეიძლება რაღაცის სწავლა დაიწყოთ ჯგუფურად ან თავად დაიწყოთ ონლაინ გაკვეთილების ჩატარება. შანსი მოგეცემათ განახორციელოთ ონლაინ პროექტები, პიარ და სარეკლამო აქციები და ეს ყველაფერი ინტერნეტით, სოციალური ჯგუფებით. ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში, ჰობიში. შეიძლება შეგეცვალოთ დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, ვინც გიყვარდათ. ან ტრანსფორმაცია განიცადოს ურთიერთობამ და თუ შეხვედრების დონეზე იყო, ახლა ერთად გადაწყვიტოთ ცხოვრება. შეიძლება ახალი სასიყვარულო პარტნიორი გამოგიჩნდეთ. ლომების ოჯახში ახალი ბავშვები გაჩნდებიან, - შვილი ან შვილიშვილი, დის ან ძმის შვილი. ან შეიძლება დაქორწინდეთ ისეთ ადამიანზე, ვისაც უკვე ჰყავს შვილი.
ქალწული
პირველ ადგილზე დააყენეთ კარიერა, მიზნების მიღწევა, სტატუსის ამაღლება. საშუალება მოგეცემათ დაწინაურდეთ, მიიღოთ ახალი სამსახური, მაღალი ან საპასუხისმგებლო თანამდებობა. ქალწულების უმეტესობა შეიძლება დაქორწინდეს, სტატუსის შეცვლა ამასაც გულისხმობს. ამ პერიოდში გამარჯვებას მიიღებთ იმ სფეროში, რომლისკენაც ისწრაფვით. განახორციელებთ მიზნებს, აისრულებთ კარიერასთან დაკავშირებულ სურვილებს. შეიძლება მოგემატოთ პასუხისმგებლობა რაღაცის ან ვიღაცის მიმართ. ცვლილებები გელით სახლში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. შეიძლება გაყიდოთ ერთი ბინა და იყიდოთ მეორე. შეიძლება დაქორწინდეთ და ახალ ბინაში გადახვიდეთ საცხოვრებლად. გეყოლოთ შვილი ან უფროსმა შვილებმა დატოვონ თქვენი ბინა. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოს სახლის მშენებლობა ან ბინის კაპიტალური რემონტი. ეცადეთ, სამსახურისა და კარიერის გამო არ მოწყდეთ ოჯახს. ზოგიერთს კი სამსახურის საქმეების გამო სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მოუწევს გადასვლა.
სასწორი
ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოგიჩნდებათ. განსაკუთრებით იურიდიულ სფეროში, სწავლის (უცხო ენის, ავტომობილის მართვის) დაწყების ან პედაგოგიკის (ლექციების წაკითხვის) საკითხებში. ყველა ის სფერო, რაც უცხოეთთანაა კავშირში, წარმატებას მოგიტანთ. შანსი მოგეცემათ ან იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, ან უცხოელ პარტნიორებთან ააწყოთ საქმე, ან სულაც უცხოელზე დაქორწინდეთ (სხვა კულტურის, რელიგიის მქონე ადამიანზე). შესაძლებლობა მოგეცემათ ისწავლოთ საზღვარგარეთ. შეიძლება შეგეცვალოთ მეგობრების, გარშემო მყოფების წრე. ყოველ შემთხვევაში შემცირდება კავშირი მეგობრებთან, და-ძმებთან. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოს ან შეიძინოს ახალი ავტომობილი.
მორიელი
ეს პერიოდი ცვლილებებს მოგიტანთ ფინანსურ სფეროში. შეიძლება შეგეცვალოთ ფულის წყარო. ან სულაც შეიძლება შეიცვალოთ სამსახური ან დაიწყოთ კერძო ბიზნესი. აგრეთვე, საშუალება მოგეცემათ, პირადი სარგებლობისთვის (ბიზნესის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვის ან სწავლა) მიიღოთ კრედიტი, მემკვიდრეობა, დახმარება ნათესავებისგან, მეუღლისგან ან გაიჩინოთ სპონსორი; ეს შეიძლება მიუთითებდეს პენსიის აღებასაც და სტიპენდიის, ალიმენტის მიღებასაც. ზოგიერთი შეიძლება მდიდარ ადამიანზე გათხოვდეს და პარტნიორის ფულების განკარგვა დაიწყოს. კარგი პერიოდია კრედიტის ასაღებადაც და იმის საშუალებაც გექნებათ, რომ წარსულში აღებული ახლა დახუროთ.
მშვილდოსანი
ამ 18 თვეში ცვლილებები მოხდება პარტნიორულ ურთიერთობებში, - ეს ეხება როგორც საქმიან, ისე სასიყვარულოს. გადახედავთ და გადააფასებთ ზოგიერთ კავშირს. ზოგიერთს მოგინდეთ, საკუთარ როლში უკეთ გარკვევა, ცვლილებები. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს კავშირი სიამოვნებას და სიხარულს აღარ განიჭებთ. ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ადრე იყო, აღარ იქნება, რადგან რაღაცებზე თვალების დახუჭვა აღარ მოგინდებათ, მოგინდებათ საქმეების, ურთიერთობის გარკვევა პარტნიორთან. ან გაწყვიტავთ კავშირს, ან თქვენი ურთიერთობა განვითარების სხვა დონეზე გადავა. თუ პირად ცხოვრებაში ჯერ სასიყვარულო პარტნიორი არ გყავთ, ამ პერიოდში აუცილებლად გამოგიჩნდებათ და ეს იქნება თქვენი კარმული პარტნიორი (სიყვარული პირველი ნახვით). ზოგიერთს ელის განქორწინება, ზოგს - დაქორწინება, ზოგს კი ორივე ერთად. ახალი ბიზნესპარტნიორი დაგეხმარებათ განახორციელოთ თქვენი იდეა. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კლიენტების მომსახურებასთან, შეიძლება გაგიჩნდეთ ახლები. შეიძლება შეგეცვალოთ იმიჯი, დამოკიდებულება საკუთარ თავთან. მეტად იზრუნებთ და დააფასებთ საკუთარ თავს.
თხის რქა
თქვენი მთვარი საზრუნავი იქნება: სამსახური და ჯანმრთელობა; ყოველდღიური გრაფიკი და რუტინა. კარმული კვანძების გადაადილება მოგიტანთ ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს კარიერული თვალსაზრისით, - ახალ თანამდებობას ან სამსახურს. ან დაკავდებით საკუთარი ბიზნესით. საშუალება მოგეცემათ, გაისტუმროთ ვალები, დახუროთ კრედიტი, იპოთეკა. თუმცა, ვალი შეიძლება მატერიალური კი არა, მორალური იყოს. ეს რაც შეეხებოდა თქვენს აღმავალს, მაგრამ დაღმავალიც გასათვალისწინებელია, რომელიც მიგითითებთ, რომ წერტილი უნდა დაუსვათ რაღაც წარსულ თემებს. თუ გქონდათ ფარული სასიყვარულო კავშირი (ან სასიყვარულო სამკუთხედის ერთ-ერთი გმირი იყავით) ეს ურთიერთობა ან უნდა დასრულდეს, ან სხვა საფეხურზე გადავიდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაწყებას: დაიცავით დღისა და ძილის რეჟიმი, იკვებეთ სწორად და ჯანსაღად; მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და სასურველია, დაიწყოთ ვარჯიში. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. არსებობს შანსი, რომ გათავისუფლდეთ იმ დაავადებისგან, რომელიც გზღუდავთ.
მერწყული
მომდევნო 18 თვის განმავლობაში აღმავალი-დაღმავალი კვანძები თქვენს ცხოვრებაში მოიტანენ ახალ სიყვარულს, ახალ პარტნიორს, ჰობის, შემოქმედების ახალ სფეროებს. მარტოხელები მარტივად შეძლებთ საწინააღმდეგო სექსის ყურადღების მიპყრობას. შეიძლება გაიჩინოთ ახალი საყვარელი. თუ უკვე ხართ სასიყვარულო ურთიერთობაში კავშირი მეტად რომანტიკული გახდება. მოგინდებათ ერთმანეთის გაბედნიერება, დაპატიჟებთ ერთმანეთს პაემანზე. ერთი სიტყვით, ჰარმონიულად განაახლებთ დამოკიდებულებას სასიყვარულო პარტნიორთან. აგრეთვე, ამ პერიოდში შეიძლება შეგეძინოთ შვილი, შვილიშვილი დის ან ძმის შვილი ან დაიწყოთ მუშაობა ბავშვებთან. ზოგადად, ამ პერიოდში ბავშვების თემა აქტუალური იქნება თქვენთვის. ზოგიერთს საშუალება მოგეცემათ ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციოთ ან გარშემო მყოფებს თქვენი ნიჭი გააცნოთ. მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში. მეტად გამოიყენეთ ინტერნეტი საკუთარი თვის რეალიზებისთვის. შეიძლება შეიცვალოს თქვენი სამეგობრო წრე, გაიჩინოთ ახალი ინტერესის მეგობრები და არაა გამორიცხული, რომ ახალ სამეგობრო წრეში გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც თქვენი გული შეიყვარებს.
თევზები
ტყუპი-მშვილდოსნის შემდეგ ცვლილებები თქვენც არანაკლებ გეხებათ, რადგან ქალწულთან ერთად მუტაბელური ჯვრის წარმომადგენელი ხართ. მომდევნო 18 თვის განმავლობაში ყურადღება უნდა გაამახვლოთ ოჯახზე, საცხოვრებელ ადგილზე. საშუალება მოგეცემათ შეიძინოთ ახალი ბინა ან სხვა მისამართზე გადახვიდეთ საცხოვრებლად, გაუმჯობესებული პირობებით. ზოგი აგარაკის ან სახლის მშენებლობას, კაპიტალურ რემონტს დაიწყებს, ზოგმა შეიძლება უძრავი ქონება მემკვიდრეობით მიიღოს. ცვლილება შეიძლება შეეხოს სამსახურსაც. გადახვიდეთ ახალ ადგილზე (ქალაქი, ქვეყანა) ან დაიკაოთ უფრო მაღალი თანამდებობა. ზოგიერთმა შეიძლება დისტანციურად დაიწყოს მუშაობა და არც ისაა გამორიცხული, რომ ბიზნესი სახლიდან აწარმოოთ ან საოჯახო ბიზნესში ჩაერთოთ. შეიძლება შეგეცვალოთ ოჯახის წევრების რაოდენობა, დაქორწინდეთ (ან განქორწინდეთ), შეგეძინოთ შვილი ან ქორწინების გამო მოგიწიოთ სხვაგან გადასვლამ.
წყარო:astrologi.ambebi.ge