ხუთი ნაბიჯი სულიერი ჰარმონიის მისაღწევად
ნებისმიერ ადამიანს სურს, იყოს ბედნიერი და წარმატებული. თუმცა, ხშირად ცხოვრება იმდენად რთულ გამოცდებს გვიწყობს, რომ გვიჭირს განვსაზღვროთ პრიორიტეტები და საკუთარ ქმედებებში გარკვევაც გვიძნელდება. არადა, ძალიან მარტივია იცხოვრო სამყაროს კანონებთან ჰარმონიაში, ამით კი საკუთარ თავს და გარშემო მყოფებსაც მიანიჭო ბედნიერება.
ასტროლოგები თვლიან, რომ საამისოდ ხუთი ოქროს წესის გათვალისწინებაა საჭირო. ხუთი მთავარი პლანეტა და მათი ფუნქციების სწორად "ჩართვა" დაგეხმარებათ იმაში, რომ სულ მალე თქვენი ყოველდღიურობა უფრო პოზიტიური და ბედნიერი გახადოთ.
1. ისწავლეთ მადლობის თქმა - გამოამჟღავნეთ მადლიერება (იუპიტერის ფუნქცია)
უნარს, იყო მადლობელი ფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები ბედნიერების უმთავრეს გასაღებს უწოდებენ. საიმისოდ რომ ყოველი დღე მაქსიმალურად გამოიყენოთ და პატარ-პატარა წვრილმანებით იყოთ ბედნიერი, საჭიროა აწარმოოთ დღიური ან უბის წიგნაკი მაინც, სადაც კონკრეტულ მომენტებს მოინიშნავთ. დღის ბოლოს კი არ დაგავიწყდეთ სამყაროს მადლიერი იყოთ ამ მომენტებისთვის. იმიტომ რომ ზუსტად მცირედშია ბედნიერება.
2. მართეთ ნეგატიური ფიქრები (მერკურის ფუნქცია)
თავის წიგნში "ბედნიერების ჰიპოთეზა" ჯონ ჰაიტი ადამიანის ცნობიერებას და ნეგატიურ ფიქრებთან ბრძოლის პროცესს, ადარებს სპილოზე ამხედრებულ მხედარს. ერთი შეხედვით სპილო ბევრად დიდი და საშიში ჩანს, თუმცა ნუ დაგვავიწყება, რომ ადამიანი, რომელიც მის ზურგზეა მოქცეული, მართავს ამ ცხოველის ქმედებებს. ასე რომ, მართეთ თქვენი აგრესია და შიშები, ნუ შეგეშინდებათ მათი მოცულობის და სიღრმის. სადავეები ხომ თქვენს ხელთაა.
3. ფულთან ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოიყალიბეთ (ვენერას ფუნქცია)
დამტკიცებული ფაქტია, რომ ბედნიერება ფულს არ მოაქვს, მაგრამ არც უფულობაა უბედურების მიზეზი. ეზოთერიკოსები გირჩევენ, ფული გონივრულად გადაანაწილოთ საიმისოდ, რომ არ დაირღვეს სამყაროს ჰარმონიის კანონი. გამომუშავებული შემოსავლის 10% ყოველთვის გადადეთ, დაისახეთ მიზნად, რომ საკუთარი ფინანსური ცხოვრების მთავარი მენეჯერი თავად იყოთ. ხარჯეთ ფული ემოციებზე (მოგზაურობა, მეგობრებთან ერთად გართობა), სწავლასა და საყვარელ საქმიანობაზე. იპოვეთ საინტერესო ჰობი. ასე არასოდეს გახდებით ფულზე დამოკიდებული და მისი ქონა-არქონის შემთხვევაში ხასიათი არასოდეს გაგიფუჭდებათ.
4. აპატიეთ ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ სხვებს (პლუტონის ფუნქცია)
შინაგანი ტრანსფორმაციის ძალას განუსაზღვრელი შესაძლებლობების მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. ბევრი ჩვენგანი აგროვებს წყენას და აგრესიას გარშემო მყოფების მიმართ. რაც შინაგან დეგრადაციას იწვევს. ცვლილებები იწყება შიგნით, ჩვენში. ამიტომ პირველ რიგში აპატიეთ ... არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს ის ფაქტი, რომ ზოგადად მსგავსი ურთიერთობები დაუშვით. ნათქვამია "ერთ დღეში ვერ შეცვლით ცხოვრებას, თუმცა შესაძლებელია შეცვალოთ დამოკიდებულება თავად ამ ცხოვრების მიმართ. რაც სამუდამოდ შეცვლის თქვენი ცხოვრების დინებას".
5. ჯანმრთელობა თქვენი ცხოვრების პრიორიტეტად აქციეთ (მარსის ფუნქცია)
მარსი ენერგიის წყაროა, თუმცა იგი ასევე უწყობს ხელს ადამიანში აგრესიის გამომუშავებას. ამიტომ საიმისოდ რომ თქვენი თქვენი ორგანიზმი სწორად მუშაობდეს, აუცილებელია ელემენტარული რეჟიმის დაცვა კვების, ძილისა და ემოციური ბალანსის კუთხით. დაიწყეთ ძილის რეჟიმის მოწესრიგებით. თავად დაინახავთ, რომ როცა გამოძინებასა და ორგანიზმის შესაბამის ბიორიტმზე გადაწყობას მიეჩვევით (რაც დღე-ღამეში რვასაათიან ძილს გულისხმობს), თქვენი თვითშეგნება და ენერგოპოტენციალი ერთიორად გაუმჯობესდება.
წყარო:astrologi.ambebi.ge