თეგებით ძიება

როგორ უნდა მოვიზიდოთ წარმატება, მეტი ფული, იღბალი და სიყვარული ნუმეროლოგიური ცოდნის გამოყენებით?

ალ­ბათ გა­გი­გო­ნი­ათ ფრა­ზა - "აზ­როვ­ნე­ბის ძალა", რო­მელ­საც ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და ეზო­თე­რი­კა­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ პრაქ­ტი­კა­ში. ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია თა­ვი­სე­ბუ­რი აუ­ტოტ­რე­ნინ­გია ჩვე­ნი გო­ნე­ბის­თვის. იმი­ტომ რომ რე­ა­ლუ­რად ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ის მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ტვი­ნი ქვეც­ნო­ბი­ერს გა­დას­ცემს და რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ი­სა­ხავს.

რო­გორც ეზო­თე­რი­კო­სე­ბი და ნუ­მე­რო­ლო­გე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში ხელს რი­ცხვე­ბის მა­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბაც უწყობს ადა­მი­ანს. სა­ა­მი­სოდ კი მარ­ტი­ვი წე­სე­ბის დაც­ვაა სა­ჭი­რო, რა­ზეც სტა­ტი­ა­ში ვი­სა­უბ­რებთ.

რო­გორ ავიხ­დი­ნოთ სურ­ვი­ლე­ბი - სა­ი­დუმ­ლო, ფიქ­რე­ბის მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­მა­ლავ­დნენ
რი­ცხვი 20 ნე­ბის­მი­ე­რი შე­ფერ­ხე­ბი­სას - მა­გა­ლი­თად, თუკი თქვენ გა­დატ­ვირ­თულ სა­ცობ­ში მოხ­ვდით ან რა­ი­მე მი­ზე­ზით აგ­ვი­ა­ნებთ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მის­ვლას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ რი­ცხვი 20-ის ენერ­გე­ტი­კა. ორი­ანს შე­უძ­ლია გა­აძ­ლი­ე­როს თქვე­ნი მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა და მონ­დო­მე­ბა, ხოლო ნული გზი­დან ჩა­მო­გა­შო­რებთ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ შე­ფერ­ხე­ბებს. ამი­ტომ, თუ თქვენ ხში­რად გა­ი­მე­ო­რებთ გუ­ნე­ბა­ში ამ ციფრს, წარ­მო­სახ­ვით და­ხა­ტავთ მას ან შე­ეც­დე­ბით თქვენ გარ­შე­მო იპოვ­ნოთ იგი (მაგ. სა­ნამ სა­ცობ­ში დგა­ხართ) მიზ­ნის­კენ სა­ვა­ლი გზა აუ­ცი­ლებ­ლად თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

რა­ი­მეს დაშ­ლა/დან­გრე­ვა გსურთ? გა­მო­ი­ყე­ნეთ 44-ს მა­გი­უ­რი ძალა - იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ წი­ნა­შე რა­ი­მეს დაშ­ლის, დან­გრე­ვის, და­ნა­წი­ლე­ბის, გა­ფან­ტვის მცდე­ლო­ბა დგას (მაგ. უსი­ა­მოვ­ნო ჭო­რე­ბით წუხ­დე­ბით), ჩარ­თეთ რი­ცხვი 44 და მისი უძ­ლი­ე­რე­სი ენერ­გე­ტი­კა. ამ ციფრს ნუ­მე­რო­ლო­გე­ბი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, ელ­ვას ამ­სგავ­სე­ბენ. ამა­ოდ არ სცემ­დნენ მას პა­ტივს თა­ვის დრო­ზე ნა­ცის­ტე­ბი. ეს ხომ ორი ერ­თმა­ნეთ­ზე და­დე­ბუ­ლი კვად­რა­ტია, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია უნა­რი ნე­ბის­მი­ე­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და სიბ­ნე­ლე გა­არ­ღვი­ოს, გა­ფან­ტოს. ამას­თან ერ­თად, თუკი ამ ორი ციფ­რის ჯამს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ანუ რვი­ანს, იგი მა­რა­დი­სო­ბის სიმ­ბო­ლოა. შე­სა­ბა­მი­სად, 44 გა­მო­ყე­ნე­ბი­სას დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს, იმ მხრივ, რომ უწყი­ნა­რი თავ­დაც­ვა ნგრე­ვის ჯაჭვში არ გა­დაგ­ვე­ზარ­დოს.

გამ­რავ­ლე­ბა/გა­ბევ­რე­ბის­თვის კი 40-ის ენერ­გე­ტი­კა და­გეხ­მა­რე­ბათ - ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ პი­რი­ქით, რა­ი­მეს გამ­რავ­ლე­ბა, გა­ბევ­რე­ბა, აღ­დგე­ნა ან გამ­თე­ლე­ბა გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ, საქ­მე­ში რი­ცხვი 40 და მისი ენერ­გე­ტი­კა ჩარ­თეთ. ოთხი­ა­ნის ძლი­ერ ენერ­გი­ას ნუ­ლის ანუ წრის ფორ­მა მის­ცემს გამ­თლი­ა­ნე­ბის უნარს.

ცხოვ­რე­ბა რომ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მოვ­ლე­ნე­ბით სავ­სე გახ­დეს 21-ის ენერ­გე­ტი­კას მი­მარ­თეთ - თუკი თვლით, რომ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უღიმ­ღა­მოა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას უჩი­ვით ან მო­დუ­ნე­ბა გი­ჭირთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ რი­ცხვი 21 და მისი ენერ­გე­ტი­კა. ნუ­მე­რო­ლო­გე­ბი თა­ვად რი­ცხვ 21-ს წარ­მა­ტე­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტან რი­ცხვებს შო­რის მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში კი 71-ის ენერ­გია და­გეხ­მა­რე­ბათ - მათ­თვის ვი­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს მუდ­მი­ვად და ფული შარ­შან­დე­ლი თოვ­ლი­ვით მო­მენ­ტა­ლუ­რად უორ­თქლდე­ბა, რი­ცხვი 71 იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო დამ­ხმა­რე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ამ ციფ­რის გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სა­ფუ­ლი­თაც ატა­როთ, მერ­წმუ­ნეთ 7-ისა და 1-ის კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ჯამ­ში უსას­რუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოს რვი­ანს უდ­რის, თქვე­ნი სა­ფუ­ლი­დან ფუ­ლის ქრო­ბის პრე­ცენ­დენტს ერთი ორად შე­ამ­ცი­რებს. ხოლო მისი შევ­სე­ბის­თვის სა­ჭი­რო გზე­ბის პოვ­ნა­ში აქ­ტი­უ­რად და­გეხ­მა­რე­ბათ.

ხოლო ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მეს კო­რექ­ტი­რე­ბის­თვის (მათ შო­რის სხე­უ­ლის ფორ­მე­ბიც იგუ­ლის­ხმე­ბა) გა­მო­ი­ყე­ნეთ 91 - უნი­კა­ლუ­რი რჩე­ვა მათ­თვის, ვი­საც რა­ი­მეს კო­რექ­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა. პირ­ველ რიგ­ში ეს იმ ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბა, ვინც წო­ნის კო­რექ­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბით იტან­ჯე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ კომ­ბი­ნა­ცია 91, იმი­ტომ რომ, ცხრი­ა­ნი ცვლი­ლე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა; ერ­თი­ა­ნი კი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად შეგ­მა­ტებთ ძა­ლას.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა