17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. წარმატებები გელით საქმიან სფეროში. დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები ძალიან მომგებიანი იქნება. ასევე შეგიძლიათ დაკავდეთ ინფორმაციის შეგროვებით, რაც დროთა განმავლობაში გამოგადგებათ. საღამოს მოინახულეთ მშობლები და მიირთვით მათთან ერთად ფინჯანი ჩაი.
კურო. სტრესი ჯანმრთელობის დაუძინებელი მტერია და სწორედ დღეს არ უნდა დაივიწყოთ ეს. აიყვანეთ თავი ხელში და ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოვლენებს, რაც თქვენს გარშემო ხდება. დღის მეორე ნახევარში შეიარეთ სალონში ან საუნაში. ეს გაგალამაზებთ და დაკარგულ ენერგიასაც აღგიდგენთ.
ტყუპები. ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. შინაგანი ხმის გასაგებად განმარტოვდით. დაასრულეთ ძველი საქმეები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალს. კარგად დასვენებას შეძლებთ თუ აბანოს ან საუნას ეწვევით. დღეს არ ღირს ქიმიური პრეპარატების ბოროტად სარგებლობა ან ჭარბი კვება.
კირჩხიბი. ამ დღეს წარმატება გარდაუვალია. მოსალოდნელია ახალი რომანი ან ძველი სიყვარულის დაბრუნება. ნუ წამოეგებით სიცრუეს ან ცილისწამებას. ეს ყველაფერი პროვოკაციაა.
ლომი. ამ დღეს ერიდეთ სერიოზული შენაძენის განხორციელებას, განსაკუთრებით ტექნიკის. ბევრი საქმე და პროექტი დაუსრულებელი დარჩება. ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს, ეს ცუდად დასრულდება. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ, ტრავმების მიღების საშიშროება არსებობს.
ქალწული. სავარაუდოდ დღეს მოულოდნელი პრობლემები და უსიამოვნო გარემოებები იჩენს თავს. დაფიქრდით როგორ აიცილოთ ისინი თავიდან.
სასწორი. ეს დღე ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით აღსავსე იქნება, რომელიც გპირდებათ თავგადასავლებს, მგზავრობებსა და ცვლილებებს. ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებების ან ხელშეკრულებების გასაფორმებლად. დღეს თამამად შეგიძლიათ მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს. საღამოს ზოგიერთი თქვენგანისთვის მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან პრობლემები, გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ბავშვებთან დაკავშირებული აურზაური.
მორიელი. დღეს მოწყენილობა და სიზარმაცე შეგიპყრობთ. ძველ დავალიანებასთან შეხება გექნებათ. არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე კრედიტის გადახდისას გარკვეული სახის უსიამოვნო გაუგებრობები შეგემთხვეთ.
მშვილდოსანი. ამ დღეს მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერმა დაკარგა აზრი, მაგრამ ნუ ჩავარდებით პანიკაში. ავდარს ყოველთვის დარი მოჰყვება ხოლმე. შეეცადეთ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და თამამად შეუდგეთ მიზნის მიღწევას. მოუსმინეთ ახლობელი ადაიანების რჩევებს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ მიიღებთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს.
თხის რქა. დღეს თქვენი განწყობის გაფუჭებას ვერავინ შეძლებს, თქვენი მხიარულება კი გადამდები იქნება. მოუწყვეთ საკუთარ თავსა და მეგობრებს დღესასწაული, ეს კარგად გამოგივათ. საღამოს რომანტიკულ შეხვერაზე წადით მეორე ნახევართან და თუ ის ჯერ არა გყავთ, ესეიგი, მალე გეყოლებათ.
მერწყული. ცვალებადი განწყობის დღეა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტივი და ნუ აჰყვებით ცდუნებებს. შეგიძლიათ შემოაბრუნოთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ თუ ყურადღებით იქნებით თქვენს გარშემო მომხდარი მოვლენების მიმართ და სწორ დასკვნებს გააკეთებთ. არ ღირს უმოძრაოდ ყოფნა და სპირტიანი სასმელების მიღება.
თევზები. მოემზადეთ იმისთვის, რომ დიდი რაოდენობის საქმე მთლიანად წაგართმევთ ენერგიას და დეპრესიაშიც კი ჩაგაგდებთ. მაგრამ მთავარია გახსოვდეთ: რაც მეტ ძალიხმევას ჩადებთ, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ ფინანსური თვალსაზრისითაც.