6 ყოველდღიური შეცდომა, რომელიც ბედნიერებაში ხელს გიშლით
სინამდვილეში თქვენ თავადვე უშვებთ ყოველდღიურად 6 შეცდომას, რომელიც ბენდიერების მოპოვებაში ხელს გიშლით. გთავაზობთ ქართველი ასტროლოგის, რამაზ გიგაურის ახსნას:
1. თქვენ დღეს ამაღლებული განწყობით არ იწყებთ
როგორ განწყობაზე იღვიძებთ ხოლმე? ხშირ შემთხვევაში ძალიან გეზარებათ საწოლიდან წამოდგომა და სამსახურში/სასწავლებელში წასვლა, ან საოჯახო საქმეებში ჩართვა. შესაძლოა გაღიზიანებული იყოთ და ოჯახის წევრებს წვრილმანებზე ეკამათებოდეთ. ეს დიდი შეცდომაა. როგორ უნდა მოიქცეთ? თვალის გახელისთანავე გაიღიმეთ და პოზიტიურ ფიქრებზე კონცენტრირდით.
"როდესაც მეღვიძება, საკუთარ თავს წარმატებას ვუსურვებ ხოლმე. დღის ასე დაწყება ჩემთვის ერთგვარი რიტუალი გახდა. საოცარია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასე დავიწყე ცხოვრება, ყველაფერი მოწესრიგდა, ეტაპობრივად."
2. თქვენ არ მიმართავთ სურვილების ვიზუალიზაციას ყოველდღიურად
ბოლოს როდის წარმოიდგინეთ, როგორი ინტერიერია თქვენს ოცნების სახლში? რა ფერისაა თქვენთვის ყველაზე სასურველი მანქანა და როგორი სალონი აქვს? იქნებ გონების თვალით დაინახეთ, როგორ ისვენებთ ეგზოტიკურ კუნძულებზე და სვამთ გემრიელ კოქტეილს? ვერ იხსენებთ? ძალიან ცუდი, იმიტომ რომ სურვილების ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ის გეხმარებათ რეალობად აქციოთ საკუთარი ფიქრები.
როგორ ავიხდინოთ სურვილები - საიდუმლო, ფიქრების მიზიდულობის ძალის შესახებ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში გვიმალავდნენ
"დაძინება და გაღვიძება ადამიანის მნიშვნელოვანი მდგომარეობაა. ამ პროცესში იგი "გარდამავალ" ეტაპზე იმყოფება. დაძინებისას "შედის ძილის სამყაროში", გაღვიძებისას კი "გამოდის". ძილის ზღურბლზე გადაბიჯება ადამიანში ააქტიურებს შინაგან ძალებს, უნარებს და რესურსებს. ასე რომ დაძინებისა და გაღვიძების პროცესში მკაფიოდ წარმოსახული ოცნება, ნატვრა თუ სურვილი მატერიალიზების დიდ ალბათობას შეიცავს."
3. თქვენ შიშს უფლებას აძლევთ, რომ გაიმარჯვოს
შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებთ, მაგრამ ყოველდღე ხვდებით სიტუაციაში, რომელიც თქვენს ქვეცნობიერს აფორიაქებს. მნიშვნელობა არ აქვს რისი გეშინიათ: დაბალი ქულების? გამოცდაში ჩაჭრის? გასაუბრების წარუმატებლად გავლის? ადამიანების, რომლებიც უხერხული კითხვებით კუთხეში გიმწყვდევენ? სამსახურის დაკარგვის? გეშინიათ მოტყუებული არ დარჩეთ? არ გიღალატონ? ეს გრძნობა ცხოვრებას გიწამლავთ, თავდაჯერებულობას გართმევთ, უკან გხევთ, გაიძულებთ შეიცვალოთ და სხვა ადამიანად იქცეთ.
"მოიშორეთ შიში - შეუბრალებლად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე!"
4. არ გასცემთ საკმარისი ოდენობის სიყვარულს
ყოველდღიურობა ისეთი დამღლელია... უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ვალდებულებები შესასრულებელი და თან ყოველთვის დროში ვიწვით, ან ენერგია არ გვყოფნის. სწორედ ამიტომ, ბევრი რამ უყურადღებოდ გვრჩება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია. თქვენ შეიძლება ის ადამიანი ხართ, რომელიც სიყვარულზე საუბრობს, გარშემომყოფებს თითქოს ეფერება, მაგრამ სიტყვებს საქმით არასდროს ამტკციებს. ან პირიქით, გრძნობებს საქმეში აქსოვთ, მაგრამ კეთილი სიტყვის თქმა გენანებათ. საჭიროა მოქმედებაც და საუბარიციმისთვის, რომ გრძნობები საკმარისი ოდენობით გასცეთ.
"უანგარო სიყვარული უდიდესი ძალაა და ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. სიყვარულის გაცემა სამყაროს გამდიდრებას ნიშნავს, ამ დროს პიროვნება არა მარტო სამყაროს, საკუთარ თავსაც ამდიდრებს."
5. თქვენ ითმენთ იმას, რაც არ მოგწონთ
ჩვენ ვერიდებით კონფლიქტებს; არ გვინდა რეპუტაცია გავიფუჭოთ; შესაძლოა, უბრალოდ, არ გვქონდეს სათანადო ენერგია იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავიცვათ; არ ვაფიქსირებთ აზრს, რადგან ვერ გაგვიგებენ, ან ვიცით, რომ ვერაფერს შევცვლით, ამიტომ ვითმენთ.... ვითმენთ... და ამ მოთმინებას საზღვარი არ უჩანს.
"მუდმივად მოთმინება ადამიანს აჩვევს პასიურ მდგომარეობაში ყოფნას, ართმევს ძალას და უქრობს მიზანსწრაფვის უნარს."
6. თქვენ შეწყვიტეთ სიცილი
გაიხსენეთ ბავშვობა. შენიშნავთ, რომ ხშირად იცინოდით, იყავით ლაღი და თავისუფალი. ახლა რა მოგივიდათ? რატომ გიჭირთ სიცილი? სიცილს, ერთი მხრივ, სამკურნალო უნარი აქვს, მეორე მხრივ, სამყაროს პოზიტიურ ენერგიას თქვენკენ მოიზიდავს.
"დაიწყეთ სიცილი, თუნდაც ხელოვნურად და არ გაჩერდეთ, ვიდრე ბუნებრივი არ გახდება".
წყარო:astrologi.ambebi.ge