თეგებით ძიება

რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ იდეალური საკატლეტე ფარში

კატლეტი თითქმის ყველას უყვარს. და მისი მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. რტულია, გააკვირვო ვონმე ამ კერძის ორიგინალური ვარიანტით, თუმცა შესაძკლებელია. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ იდეალური ფარშის მომზადების განსაკუთრებულ ხეხრხებს, რომლებიც ყველა ტიპის ხორცისთვის გამოდგება.

იდეალური ფარშის საიდუმლოებანი

კლასიკური ფარშის რეცეპტი

პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველა დიასახლისმა – არის ის აქსიომა, რომ კარგი კატლეტი – ეს არის კარგი ფარში. თუ მომავალი კატლეტისთვის მესამე ხარისხის ხორცს შეიძენ, გემრიელი კერძის მიღების იმედი ნუ გექნება.

ერთი კგ ხორცისთვის უნდა აიღო ორი ან სამი საშუალო ზომის თავი ხახვი, ოთხი მსხვილი ნივრის კბილი და მესამედი თეთრი ბატონი პური. მარილი და პილპილი მზა ფარშს დაამატე გემოვნებით.

ხორცის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭე ხბოს ხორცს და არა გადაბერებულ ძროხის ხორცს. როგორც ვარიანტი – თანაბარი რაოდენობით აიღე საქონლისა და ღორის ხორცი. თუ მხოლოდ ღორის ხორცით მოამზადებ, კატლეტი ძალიან ცხიმიანი გამოვა, რაც არც ისე კარგად აისახება ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე.

ფარშის მომზადებასაც აქვს თავისი ხრიკები. აიღე ცოტა დაძველებული ბატონი პური და ჩაალბე რძიან ან წყლიან თასში. შემდეგ გაწურე და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარე ნიორთან, ხახვთან და დაჭრილ ხორცთან ერთად.

დაქუცმაცების ხარისხი არ განაპირობებს კატლეტის გემოს. აქ საქმე მართლაც გემოვნებაშია: ზოგს უყვარს ორჯერ ან სამჯერ გატარებული ხორცის კატლეტი, ზოგს კი დაბეგვილი ხორცით მომზადებული ურჩევნია.

დიასახლისების უმრავლესობა ხორცის ფარშში ამატებს კვერცხს ან მანის ბურღულს, იმისათვის, რომ კატლეტმა შეინარჩუნოს თავისი ფორმა, თუმცა აღნიშნული ინგრედიენტების დამატებით კერძი უფრო მაგარი კონსისტენციის გამოდის. ამ მიზნით უკეთესია ფარში დაბეგვო ორი ან სამი წუთის განმავლობაში. მაშინ მას არ დასჭირდება კვერცხი ან მანის ბურღული და კატლეტიც უფრო სწორი და გლუვი გამოვა და არასოდეს დაიშლება შეწვის დროს.

შეწვამდე კატლეტი შეგიძლია ამოავლო ფქვილში ან საფანელში.

და ბოლოს, თუ გაქვს საშუალება, უმჯობესია მოამზადო მეტი ფარში. ის კარგად ინახება საყინულეში. ამიტომ შეგიძლია ფარში დაყო პორციებად და გაყინო, შემდეგ კი საჭიროებისამებრ გამოიყენო.


წყარო:genius.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა