თეგებით ძიება

რისი მომზადება შეიძლება ბადრიჯნისგან

ბადრიჯანი სხვადასხვა კერძის ძირითადი ინგრედიენტია, რადგან არის იაფი და ხელმისაწვდომი. ის მზადდება სწრაფად და ძალიან უხდება განსხვავებულ პროდუქტებს. და რაც ყველაზე მთავარია, ბადრიჯანი საკმაოდ დაბალკალორიულია.

ბადრიჯნისგან მომზადებული მარტივი კერძები

დღეს შემოგთავაზებთ საკმაოდ გემრიელ კერძებს, რომლებშიც გამოყენებულია ეს შესანიშნავი ბოსტნეული. ბადრიჯნის ეს კერძები თქვენთვის ძალიან საყვარელი გახდება, მცირე რაოდენობის ინგრედიენტებისა და მათი სიიაფის გამო.

თუ ნამდვილად გიყვარს ბადრიჯანი, არ დაგავიწყდეს მათი მომზადება ზამთრისთვისაც, რათა მთელი წელი დატკბე ამ დაბალკალორიული ბოსტნეულით.

ბადრიჯანი შეგიძლია გაყინო ან დაამარინადო კამით. ასეთი სახით ის ძალიან ჰგავს გემოთი სოკოს.

ბადრიჯნის ხიზილალა

დავიწყოთ რაიმე კლასიკურით. ბადრიჯნის ხიზილალა მოეწონება ყველას, მას ძალიან უხდება ქინძი, რომელიც კერძს სპეციფიურ, განუმეორებელ გემოს ანიჭებს.

ინგრედიენტები

ერთი კგ ბადრიჯანი
ერთი დიდი ხახვი
400 გ ბულგარული წიწაკა
ნახევარი კილო პომიდორი
ერთი კბილი ნიორი
ქინძი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

ჩვეულებრივ, ბადრიჯნის ხიზილალისთვის ყველა ბოსტნეული ერთად იშუშება, თუმცა ჩვენი რეცეპტი ცოტათი განსხვავებული იქნება. საცხობ ფორმაზე დაალაგე მთლიანი ბადრიჯანი და წიწაკა. უჩხვლიტე მათ ჩანგლით რამდენიმე ადგილას და გამოაცხე ღუმელში.
ამის პარალელურად წვრილად დაჭერი ხახვი, პომიდორი კი გახეხე საშუალო სახეხზე. დაჭრილ ხახვს დაასხი გახეხილი პომიდორი და დატოვე დასამარინადებლად.
ბოსტნეული გამოიღე ღუმელიდან და ცოტათი გააციე. ამის შემდეგ აუცილებელია, რომ ბადრიჯანი და წიწაკა გაფცქვნა კანისგან და დაჭრა კუბებად.
დაჭრილ წიწაკასა და ბადრიჯანს დაამატე ქინძი, ხოლო თუ ის არ გიყვარს, შეგიძლია მისი შეცვლა კამით ან ოხრახუშით.
ბოლო ეტაპზე კი უნდა დაამატო ნიორი და პომიდვრით დამარინადებული ხახვი. კერძს მოასხი ზეთი, მოაყარე მარილი, პილპილი და მიიტანე სუფრასთან.


ბადრიჯანი ტაფაზე

ეს ნამდვილად ყველაზე სწრაფი კერძია, რაც ბადრიჯნისგან მზადდება. მისი მომზადება შეგიძლია ყველაზე ბოლო მომენტშიც კი, მაგალითად, ვახშმის წინ. ასეთ სიტუაციებში ტაფაზე მომზადებული ბადრიჯნის მარტივი კერძები სწორედ რომ მხსნელად გვევლინება.

ინგრედიენტებ

ორი ცალი ბადრიჯანი
ერთი ცალი ხახვი
ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
ერთი ს. კ. სეზამი
ორი კბილი ნიორი
ერთი ჩ. კ. შაქარი
ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
წითელი მწარე წიწაკა
ოხრახუში გემოვნებით
ქინძი გემოვნებით
სოიოს სოუსი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად

მომზადება

მშრალ ტაფაზე შეწვი ერთი კოვზი სეზამი, შემდეგ მცირე რაოდენობის ზეთში შეწვი კუბებად დაჭრილი ხახვი.
რამდენიმე ხნის შემდეგ მას დაამატე შაქარი, ასევე ბადრიჯანი, რომელიც წინასწარ უნდა იყოს დაჭრილი კუბებად.
ხუთი წუთის შემდეგ დაამატე ნიორი და ბულგარული წიწაკა.
ორი წუთი შუშვის შემდეგ კერძს მოასხი სოიოს სოუსი და ლიმონის წვენი. თუ გიყვარს მწარე, აუცილებლად დაამატე ცოტა წითელი წიწაკა.
სუფრასთან კერძის მიტანის წინ მას მოაყარე სეზამი და მწვანილი. გემრიელად მიირთვი!


ბადრიჯნის მურაბა

ეს რეცეპტი თავის დროზე ნამდვილი ექსპერიმენტი იყო, თუმცა გამოვიდა ძალიან გემრიელი და უჩვეულო. სინჯე და შენც მოამზადე ასეთი!

ინგრედიენტები

ორი ცალი ბადრიჯანი
3 ს. კ. ლიმონის წვენი
200 გ ყავისფერი შაქარი
300 მლ წყალი
მიხაკი გემოვნები

მომზადება

ბადრიჯანი დაჭერი მსხვილ ნაწილებად და მოხარშე. საკმარისია რვა წუთი.
შაქარი გახსენი 300 მლ წყალში, აქვე დაამატე მიხაკი.
წყალი აადუღე და ჩაყარე მასში ბადრიჯანი. ხარშე 40 წუთი. ამის შემდეგ დაამატე 3 ს. კ. ლიმონის წვენი.
მურაბა გააციე და თამამად მიაყოლე ჩაის!
რისი მომზადება შეიძლება ბადრიჯნისგან

ბადრიჯანი ნებისმიერი სახით გემრიელია, მაგრამ ამ სამი კერძის გასინჯვა ნამდვილად ღირს. გარანტიას გაძლევთ, რომ შედეგები ძალიან მოგეწონებათ.

გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!


წყარო:genius.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა