თეგებით ძიება

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ყველაფერი თანმიმდევრულად მიდის საქმეშიც და პირად ურთიერთობებშიც. უსიამოვნებები სავარაუდოდ საყვარელი ადამიანის მხრიდანაა მოსალოდნელი. დაფიქრდით როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის თავიდან აცილება. იქნებ საჩუქარმა გაჭრას.

კურო. თქვენთვის აუცილებელია მეორე ნახევრისან თავი შორს დაიჭიროთ, რადგან შავი ხიზილალაც კი ზოგჯერ მოსაწყენია.

ტყუპები. დღის პირველ ნახევარში ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ სახლის აურზაური. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან პარტნიორული ურთიერთობები ძალიან ნაყოფიერი იქნება და ორმხრივ კმაყოფილებას მოგიტანთ. არ ღირს ამ დღეს თვითშეფასებით დაკავება, უკიდურესობაში გადავარდნა ან სასურველის რეალობად აღქმა.

კირჩხიბი. ორმაგად ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით აღსავსე დღე გელით. არასასურველი იქნება აქტიური მოქმედებები. სანამ რამეს მოიმოქმედებთ, უნდა გაჩერდეთ და დაფიქრდეთ სწორად იქცევით თუ არა. თქვენი მეხსიერება წარსულის მკაფიო და მშვენიერ სურათებს გააცოცხლებს, წარმოსახვა კი უღიმღამო პერსპექტივებს დაგიხატავთ მომავლისთვის. კარგი იქნება ახლობელი ადამიანების მონახულება, მათთვის საკუთარი განცდების, შიშებისა და წინათგრძნობების განდობა. შეხვედრის შემდეგ შვებას იგრძნობთ.

ლომი. დღეს ღიმილი არ მოგშორდებათ სახიდან. სამსახურში შეიძლება ხელი შეგიშალოთ ზედმეტმა ემოციურობამ. ფრთხილად მოეპყარით გარშემომყოფთან გრძნობებს - დღევანდელი დღე აღსავსეა წყენებით.

ქალწული. შინაურებთან და ახლობელ ადამიანებთან საუბარი დროებით დაგავიწყებთ ყველა პრობლემასა და სამსახურის უსიამოვნებებს. რაც უნდა მოხდეს ამ დღეს, ეცადეთ განცდებს გონების დახშობის უფლება არ მისცეთ.

სასწორი. დღეს რომანტიკული მოგონებები შემოგაწვებათ, რის გამოც მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ოდესღაც გიყვარდათ.

მორიელი. დღეს ენერგიის გადახარჯვა გელით. გაუფრთხილდით ძალებს და ტყუილად ნუ დახარჯავთ მათ. ერიდეთ კონფლიქტებს. თუ დღეს ვინმესთან იჩხუბებთ, შერიგება დიდხანს არ მოხდება. ასევე არ ღირს ამ დღეს გარისკვა. განსაკუთრებული დაკვირვებულობა გმართებთ ფინანსურ საკითხებში.

მშვილდოსანი. დაძაბული დღე გელით. მოსალოდნელია გაუგებრობები, სიცრუე და პროვოკაციები. რაც უნდა მოხდეს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ლოგიკურად იაზროვნეთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს - მათ არა უწერიათ ისე დასრულება, როგორც თქვენ გეგმავთ. დაუთმეთ დრო ოჯახს, დაკავდით ბავშვების განვითარებითა და სახლის კეთილმოწყობით.

თხის რქა. თუ სახალხოდ სიტყვაში გამოსვლა გაქვთ დაგეგმილი, ეს ძალიან კარგად და ამაღლებული განწყობით ჩაივლის. ისარგებლეთ ამ შანსით.

მერწყული. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ საკუთარი მიზნები და გაბედულად იმოქმედეთ მათ მისაღწევად. თუ უმოქმედოდ გაჩერდებით, მღელვარე ენერგია მოგიცავთ და არარაციონალური მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს და გაძლიერებული ყურადღება მიაქციეთ წვრილმან დეტალებს. კარგი იქნება თუ სამომავლო გეგმებს არავის გაანდობთ.

თევზები. ძალიან ნეგატიური დღე გელით. პროფესიულ საქმიანობაში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. მთელი დღის განმავლობაში შეგაწუხებთ ნევროზი და უკმაყოფილების შეგრძნება. ავარიებისა და ტრავმების მიღებისაგან თავის დასაცავად სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე. უმჯობესია ეს დღე სახლში, ოჯახურ წრეში გაატაროთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა