თეგებით ძიება

მთვარის დაბნელება, რომელიც ჩვენი ცხოვრების მომდევნო 18 წელზე იმოქმედებს - რა უნდა იცოდეთ 5 ივნისის ღამის შესახებ

5 ივ­ნი­სი, პა­რას­კე­ვი, დღე, როცა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით მშვილ­დოს­ნის მე-16 გრა­დუს­ში, 23:25-ზე. 21 ივ­ნისს მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვექ­ნე­ბა და 5 ივ­ლისს - ისევ მთვა­რის. ზუს­ტად ერთი თვე გვექ­ნე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი . ეს პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე, ჩვენ გვე­წყე­ბა ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, ხოლო ღერ­ძი გვაჩ­ვე­ნებს მი­მარ­თუ­ლე­ბას, სად უნდა მივ­მარ­თოთ ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა.

დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ორ წელს გაგ­რძელ­დეს, ხოლო თუ თქვე­ნი პი­რა­დი პლან­ტე­ბია ჩარ­თუ­ლი, მომ­დევ­ნო 18 წე­ლიც იყოს აქ­ტი­უ­რი

ამი­ტომ, დაბ­ნე­ლე­ბებ­ზე მე­ტად ფრთხი­ლად უნდა იყოთ. ეცა­დეთ, იფიქ­როთ პო­ზი­ტი­უ­რად, არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ მო­ი­მოქ­მე­დოთ. შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ მოქ­მე­დე­ბას არ გირ­ჩევთ. გა­ა­ნა­ლი­ზეთ სა­კუ­თა­რი თავი, ფიქ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­ში მო­გი­ვათ. რო­გორც წესი, დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ან­ში ემო­ცი­უ­რო­ბა იმა­ტებს. შე­იძ­ლე­ბა წნე­ვაც კი მო­გე­მა­ტოთ. მო­ი­მა­ტებს ტრავ­მუ­ლო­ბა, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მჭრელ საგ­ნებ­თან, სა­ჭეს­თან (რო­გორც წესი, დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში გახ­ში­რე­ბუ­ლია ავა­რი­ე­ბი). ადა­მი­ა­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, აღზ­ნე­ბუ­ლია და ეცა­დეთ, არც სა­კუ­თარ­მა ნათ­ქვამ­მა და არც ქმე­დე­ბამ არ და­გა­ზი­ა­ნოთ. არა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი არ მო­იქ­მე­დოთ, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბიც კი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­მავ­ლის­თვის გა­და­დეთ.

ხან­და­ხან დაბ­ნე­ლე­ბე­ბის ენერ­გია ერთი კვი­რით ადრე იწყებს მოქ­მე­დე­ბას. და მომ­დევ­ნო ორი კვი­რაც აქვს გა­მო­ძა­ხი­ლი. დაბ­ნე­ლე­ბე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დი, ეტა­პი უნდა დას­რულ­დეს. ყვე­ლა­ზე მძაფ­რად დაბ­ნე­ლე­ბებს, რა თქმა უნდა ტყუ­პი­სა და მშვილ­დოს­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იგ­რძნო­ბენ. მათ შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლონ საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 9 ან 18 წელი გრძელ­დე­ბო­და. აგ­რეთ­ვე, თევ­ზე­ბი­სა და ქალ­წუ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დაბ­ნე­ლე­ბებს აგ­რეთ­ვე მძაფ­რად შე­იგ­რძნო­ბენ ისი­ნი, ვი­საც მშვილ­დოს­ნის ან ტყუ­პის 13-17 გრა­დუს­ში ჰყავს პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი.

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა სა­სიყ­ვა­რუ­ლო სა­ი­დუმ­ლო გა­მომ­ჟღავ­ნდეს. გახ­შირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებს შო­რის, მო­სა­ლოდ­ნე­ლია გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ არ და­ზა­რალ­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი უნდა იყოთ. თუმ­ცა, ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა, დას­რულ­დე­ბა . ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ 5 ივ­ნი­სის­თვის პლა­ნე­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი, უკან­მა­ვა­ლია.

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფან­ში აწარ­მო­ებთ დღი­ურს, ჩა­ი­წერთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნა და მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­ხე­დავთ და გო­ნი­ე­რად მო­ი­მოქ­მე­დებთ. ამ ერთი თვის პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. რა თქმა უნდა, გა­და­უ­დე­ბელ ოპე­რა­ცი­ებ­ზე არაა ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ თუ შე­გიძ­ლი­ათ, ერთი თვე და­ი­ცა­დოთ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

ამ პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ე­რი­დოთ ანეს­თე­ზი­ას, ალ­კოჰო­ლურ და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თრო­ბას, უსი­ა­მოვ­ნე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩხუ­ბი­თა და მუშ­ტი-კრი­ვით დას­რულ­დეს. დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფან­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან, მო­ი­ცი­ლოთ უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბი.

დაბ­ნე­ლე­ბე­ბი ციკ­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა და იმი­სათ­ვის, რომ უკეთ გა­ერ­კვეთ რას შე­იძ­ლე­ბა ელო­დოთ, გა­იხ­სე­ნეთ შემ­დე­გი პე­რი­ო­დე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ზუს­ტად ამ ღერძზე ხდე­ბო­და დაბ­ნე­ლე­ბე­ბი. ესე­ნია: 2002, 1984 და 1966 წლე­ბი.


გირ­ჩევთ, პროგ­ნო­ზი წა­ი­კი­თხოთ, პირ­ველ რიგ­ში, თქვე­ნი ას­ცე­დენ­ტის, შემ­დეგ მზის და აუ­ცი­ლებ­ლად მთვა­რის ნიშ­ნით. ეს უკა­ნას­კნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებს ეხე­ბათ. 7 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის პროგ­ნო­ზი წა­ი­კი­თხეთ ჯერ მთვა­რის, შემ­დეგ ას­ცე­დენ­ტის და მერე უკვე მზის ნიშ­ნით.

ვერ­ძი
შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ სა­სა­მარ­თლო საქ­მე ან სწავ­ლა უმაღ­ლეს­ში. ან გა­და­წყვი­ტოთ, სად გა­აგ­რძე­ლებთ სწავ­ლას. სა­ბო­ლო­ოდ მო­აგ­ვა­როთ/შეკ­რი­ბოთ უცხო­ეთ­ში გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბის ან მუ­შა­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. ზოგ­მა კი - უცხო­ელ­ზე ქორ­წი­ნე­ბა. ზო­გის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე და­ო­ჯა­ხე­ბა იყოს, ამ გა­ი­გოთ, რომ შვი­ლიშ­ვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ.

კურო
თუ აგ­ვა­რებ­დით მემ­კვიდ­რე­ო­ბის, ალი­მენ­ტის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხებს, და­ას­რუ­ლებთ. აგ­რეთ­ვე, შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ო­რის (სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ა­ნი) ფუ­ლის მი­ღე­ბა გსურ­დათ. შე­იძ­ლე­ბა ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც სა­ი­დუმ­ლო გა­ი­გოთ ან თა­ვად გა­ნი­ცა­დოთ ტრანსფორ­მა­ცია (შე­გეც­ვა­ლოთ შე­მო­სავ­ლის წყა­რო). ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­შორ­დეს სექ­სუ­ა­ლურ პარტნი­ორს ან გა­და­წყვი­ტოს, რომ შვილს გა­ა­ჩენს.

ტყუ­პი
ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოს კავ­ში­რი ან პი­რი­ქით, და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოს. და­აკ­ვირ­დით ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებს ან თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობთ, - კლი­ენ­ტებს. მზად იყა­ვით, რომ ვი­ღაც მი­გა­ტო­ვებთ. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ პარტნი­ო­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი. ნაც­ნო­ბებ­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტოთ, ან ახალ ბი­ნა­ში გა­დახ­ვი­დეთ ან ოჯა­ხის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­გეც­ვა­ლოთ.

კირჩხი­ბი
ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით სამ­სა­ხურ­ში, შე­იძ­ლე­ბა და­გის­რულ­დეთ შრო­მი­თი კონ­ტრაქ­ტი. ან და­ას­რუ­ლოთ მკურ­ნა­ლო­ბა. ეცა­დეთ, არ გა­და­ი­ღა­ლოთ, მე­ტად და­ის­ვე­ნეთ. და­აკ­ვირ­დით ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მათი გამ­რავ­ლე­ბა ან ახ­ლის შე­ძე­ნა. გა­და­ხე­დეთ ყო­ველ­დღი­ურ თვი­სე­ბებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი - თუნ­დაც სა­მუ­შა­ოს გრა­ფი­კი, კო­ლექ­ტი­ვი, სამ­სა­ხუ­რის ად­გი­ლი. და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში, მა­სა­ჟი; ჩა­ი­ტა­რეთ გამ­წმენ­დი პრო­ცე­დუ­რე­ბი. თუ უფ­რო­სი ხართ, შე­იძ­ლე­ბა და­ქი­რა­ვე­ბულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­გა­ტო­ვოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფარ­მა­კო­ლო­გი­ის ან ვე­ტე­რი­ნა­რი­ის შეს­წავ­ლა და­ი­წყოს ან რე­გუ­ლა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა/მოვ­ლა გა­უ­წი­ოს ვინ­მეს.

ლომი
სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი: ჩხუ­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა ან პი­რი­ქით ფლირ­ტი, რო­მა­ნის და­წყე­ბა, პა­ემ­ნებ­ზე სი­ა­რუ­ლი. საყ­ვარ­ლის სტა­ტუ­სი შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ან და­ცი­ლე­ბით, ან და­ქორ­წი­ნე­ბით. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით შვი­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მათ შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტონ, ან გა­ი­გოთ, რომ მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, და­ას­რუ­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბი. დას­რულ­დე­ბა დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დიც.

ქალ­წუ­ლი
და­აკ­ვირ­დით, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა შემ­დე­გი სფე­რო­ე­ბი: უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ოჯა­ხი, დედა, მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ სა­ი­დუმ­ლო ნა­თე­სა­ვებ­ზე. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ბინა, რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, გა­ყი­დოს ან გა­და­წყვი­ტოს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის ჩა­სახ­ვა-და­ბა­დე­ბა და­გეგ­მოს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში გვარ­ში რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა.

სას­წო­რი
ყვე­ლას დას­ჭირ­დე­ბით, გახ­შირ­დე­ბა ზა­რე­ბი, მი­მო­წე­რა, შეხ­ვედ­რე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა ან აი­ღოთ მარ­თვის მოწ­მო­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მივ­ლი­ნე­ბე­ბი. ზო­გი­ერთ ადა­მი­ანთნ შე­იძ­ლე­ბა გა­წყვი­ტოთ მე­გობ­რო­ბა. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი აი­მაღ­ლოთ კვა­ლი­ფი­კა­ცია, ჩა­ე­წე­როთ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე. მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას და-ძმებ­თან. მათ­გან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი მი­ი­ღოთ. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას.

მო­რი­ე­ლი
და­იბ­რუ­ნებთ ვალს ან მი­ი­ღებთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის ხელ­ფასს. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ ფუ­ლის მი­ღე­ბის წყა­რო, გა­გიჩ­ნდეთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი. შე­იძ­ლე­ბა გა­ყი­დოთ ის, რა­საც აქამ­დე აკე­თებ­დით (ხელ­საქ­მე, პრო­ექ­ტი). შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ სამ­სა­ხუ­რი, თუ მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ. ზო­გი­ერ­თი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტს, მაგ­რამ გირ­ჩევთ, მო­ი­ცა­დოთ, 5 ივ­ლი­სის დაბ­ნე­ლე­ბამ­დე მა­ინც.

მშვილ­დო­სა­ნი
გაფრ­თხილ­დით, არა­ვის­თან იჩხუ­ბოთ, მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას. მო­ი­მა­ტებს ემო­ცი­უ­რო­ბა და გირ­ჩევთ, ან გან­მარ­ტოვ­დეთ და კარგ მუ­სი­კას მო­უს­მი­ნოთ, ან მე­დი­ტა­ცი­ას მი­მარ­თოთ. ზო­გი­ერთს მო­უნ­დე­ბა, სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლოს გა­რეგ­ნო­ბა, იმი­ჯი, გა­და­ვი­დეს სხვა­გან (თუნ­დაც, სა­ზღვარ­გა­რეთ) სა­ცხოვ­რებ­ლად, ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოს. გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ, და­ი­წყეთ დი­ე­ტა. შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ შვი­ლის გა­ჩე­ნის ან ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

თხის რქა
მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე პე­რი­ო­დი და­გიდ­გათ. შე­იძ­ლე­ბა მის­ტი­კუ­რი ელ­ფე­რიც კი ჰქონ­დეს ყვე­ლა­ფერს, შე­იძ­ლე­ბა გა­იც­ნოთ უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ზო­გი­ერ­თი მი­ი­ღებს სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ან თუ სა­ზღვარ­გა­რეთ ხართ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბით. ზო­გი­ერთს და­უს­რულ­დე­ბა იზო­ლა­ცი­ის, მარ­ტო­ო­ბის პე­რი­ო­დი. შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს მო­ლო­დი­ნი, მი­ი­ღოთ პა­სუ­ხი, სა­ბუ­თი და მსგავ­სი, რა­საც ელო­დით. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს, მო­ი­ნა­ხუ­ლოს წმინ­და ად­გი­ლე­ბი, და­კავ­დნენ ქველ­მოქ­მე­დე­ბით. გირ­ჩევთ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან.

მერ­წყუ­ლი
ამ დაბ­ნე­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სურ­ვი­ლი აგის­რუ­ლოთ. ან მი­ი­ღებთ პა­სუხს, რო­გორ აის­რუ­ლოთ სა­წა­დე­ლი. ზო­გი­ერ­თი ერთი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას და­ას­რუ­ლებს და სხვა გეგ­მე­ბის ჩა­მო­წე­რას და­ი­წყებს. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მი­გა­ტო­ვე­ბენ მე­გობ­რე­ბი (თუნ­დაც თქვე­ნი ან მათი სხვა­გან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის გამო). შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ რა­ღაც სა­ი­დუმ­ლო, რაც არ მო­გე­წო­ნე­ბათ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნეტ­კონ­სულ­ტა­ცია და­ი­წყოს ან ინ­ტერ­ნეტ­გა­ყიდ­ვე­ბი. ან "გაწ­მინ­დოთ" ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა სია.

თევ­ზე­ბი
გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა კა­რი­ე­რის სა­კი­თხე­ბი, მე­ტის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა და­უ­პი­რის­პირ­დეთ მე­უღ­ლეს ან ოჯახს თუ ხელს შე­გიშ­ლი­ან, სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში. ზოგს ელის და­წი­ნა­უ­რე­ბა, სამ­სა­ხურ­ში უფ­რო­სო­ბის შეც­ვლა. შე­იძ­ლე­ბი სუ­ლაც პენ­სი­ა­ზე გა­ვიდ­ნენ. ზოგი კი, გა­მო­ი­ხუ­რავს სამ­სა­ხუ­რის საქ­მეს, რათა პი­რა­დი ბიზ­ნე­სის კარი გა­ა­ღოს, თუმ­ცა, დაბ­ნე­ლე­ბებ­ზე ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას არ გირ­ჩევთ. ზო­გი­ერთს ელის სტა­სუ­სის შეც­ვლა (მე­უღ­ლე, მშო­ბე­ლი გახ­დე­ბა). მო­ე­რი­დეთ ჭო­რებ­სა და ინ­ტრი­გებს სამ­სა­ხურ­ში. აგ­რეთ­ვე, გაფრ­თხილ­დით, არა­ვინ შე­გი­ბღა­ლოთ რე­პუ­ტა­ცია.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა