თეგებით ძიება

ვაშლის და ნიგვზის ღვეზელი

შემადგენლობა:

4 ჭიქა ფქვილი
200 გრ კარაქი
1 ჭიქა წყალი
1/3 ჩ.კ სოდა
4-5 ც ვაშლი
1 ჭიქა ნიგოზი
ვანილი
1 ჭიქა შაქარი

მომზადება:

სამ ჭიქა ფქვილსა და კარაქს ხელით ავზელთ. წყალსა და სოდას დავუმატებთ. ფქვილსაც შევურევთ და ისევ ვზილავთ. ნაზი ცომი უნდა მივიღოთ ისეთი, რომ ხელზე არ გეკრობოდეთ. ამ ცომს ოცი წუთით მაცივარში შევინახავთ. ვაშლები გავთალოთ და სიგრძეზე გავჭრათ. ნიგოზიც წვრილად დავჭრათ. ცალკე კი ვანილი, ერთი ჭიქა ფქვილი და ერთი ჭიქა შაქარი ერთმანეთში ავურიოთ. ცომს რაც შეეხება, მაცივრიდან გამოღების მერე, ორ ნაწილად გავყოთ. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და ტაფაზე დავაფინოთ. ფქვილის, შაქრისა და ვანილის მასა მოვაყაროთ. შემდეგ ვაშლები და ნიგოზი დავალაგოთ. დარჩენილი ფქვილი, ვანილი და შაქარიც მოვაყაროთ. მეორე ფენაც გადავაფაროთ და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. შევდგათ აირღუმელში და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ.

წყარო: receptebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა