11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. თქვენ გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები ვერ გამჩნევენ. სინამდვილეში თქვენი იდეები არც ისე გონივრულია და მათ არ სურთ თქვენი განწყობის გაფუჭება ამის პირდაპირ თქმით.
კურო. მაღალი არტერიული წნევა და თავის ტკივილები ელით დღეს კუროებს. შეეცადეთ დაივიწყოთ პრობლემები და ცოტა დაისვენოთ.
ტყუპები. ხელსაყრელი დღე ელით ტყუპებს. რასაც ჩაიფიქრებთ, ყველაფერი შეიძლება განახორციელოთ ცხოვრებაში. ყოველი დღეს დაწყებული საქმე დასრულდება ძალიან წარმატებულად. თუ სახლში სტუმრების მოწვევა გადაწყვიტეთ, უმჯობესია ეს სხვა, უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადოთ. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც არც ისე სასიამოვნო იქნება თქვენთვის, მაგრამ ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება.
კირჩხიბი. რწმენა იმისა, რომ მეტი შეგიძლიათ, საშუალებას მოგცემთ თავდაუზოგავად იშრომოთ, როგორც ყოველთვის. შეეცადეთ დღეს ყველა კრედიტორს გადაუხადოთ. შემოქმედებითობა და სიყვარული ამ დღეს მცირე დოზით გექნებათ.
ლომი. ლომების მთელი ყურადღება დღეს კარიერისკენ იქნება მიპყრობილი. რას არ გააკეტებთ, რომ თუნდაც ერთი საფეხურით წაიწიოთ სოციალურ კიბეზე. მოსალოდნელია მხარდაჭერა ისეთი ადამიანებისაგან, ვისაც წესიერად არც კი იცნობთ, ვინც თქვენგან არაფერს ელის და არც რამეთია დავალებული.
ქალწული. ხელმძღვანელობა აუცილებლად დააფასებს თქვენს თავდადებასა და ენთუზიაზმს. ხმამაღლა გამოთქვით თქვენი იდეები. გეძლევათ არაჩვეულებრივი შანსი შესამჩნევი კარირული წინსვლისთვის.
სასწორი. დღეს წარმოიშობა სიტუაცია, სადაც თითქმის ყველა სასწორს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. შეეცადეთ ინტუიციას მიენდოთ და ეს შეცდომებისაგან დაგიცავთ. ახლობელ ადამიანთან არ ღირს განხილვებისას სწორხაზოვნება გამოავლინოთ ან იმპულსური ქმედებები ჩაიდინოთ. ეს გამოიწვევს ჩხუბს და დაშორებასაც კი. თუ კომპრომისს გამონახავთ, ყველაფერი მოგვარდება.
მორიელი. ხელსაყრელი დღეა ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად. ვარსკვლავები თქვენთვის კათილგანწყობილნი იქნებიან. ძალიან წარმატებული პერიოდია ფინანსური თვალსაზრისით. თქვენ შეძლებთ მომგებიანი შენაძენის გაკეთებასაც და ძველი ვალების გასტუმრებასაც. პირადი ურთიერთობები რომანტიკით იქნება გაჯერებული.
მშვილდოსანი. მშვილდოსნებისთვის ამ დღეს არაა რეკომენდებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და დოკუმენტების გაფორმება. ყოველგვარი შეხვედრა, როგორც საქმიანი, ასევე პირადი, შეეცადეთ სხვა დროისთვის გადაიტანოთ, რადგან მათ წარუმატებლობა ელით. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ტრავმები, რამაც შესაძლოა დაგეგმილ საქმეს ხელი შეუშალოს.
თხის რქა. სწორედ დღეს შეინიშნება კარგი დღეს ახალი და მშვენიერი ურთიერთობის გასაჩაღებლად. თქვენ შეიგრძნობთ რა არის ნამდვილი სიყვარული.
მერწყული. მოსალოდნელია მომგებიანი, პერსპექტიული წინადადების მიღება, განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან. მშვენიერი იქნება, თუ თქვენი საქმიანი პარტნიორი მანდილოსანი აღმოჩნდება. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. ჯერ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.
თევზები. თუ ექიმთან ვიზიტს გეგმავდით, უმჯობესია ეს ხვალისთვის გადადოთ, რადგან დღეს ამისათვის არც ისე ხელსაყრელი დღეა. არ გაწყენდათ ქველმოქმედებით დაკავებულიყავით. დაფიქრდით ახლობელ ადამიანებზე. დიდი ხანია ისინი არ მოგინახულებიათ.